ავიაბილეთები ყველაზე იაფად

Thai AirAsia X საქართველოში ფრენების აღდგენას განიხილავს

Thai AirAsia X Georgia

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა, ტაილანდის ავიაკომპანია Thai AirAsia X -ის წარმომადგენლებს უმასპინძლა, რომლებიც თბილისში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველოში რეგულარული ავიარეისების განახლების შესაძლებლობა.

Thai AirAsia X არის ტაილანდური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია, რომელიც ოპერირებს Airbus A330 სერიის თვითმფრინავებით. კომპანია დაფუძნდა 2013 წელს და მისი ბაზა ბანგკოკის საერთაშორისო აეროპორტია. Thai AirAsia X ასრულებს ფრენებს ტოკიოს, ოსაკას, სეულს, დელსა და სხვა მიმართულებებზე. ავიაკომპანია არის AirAsia ჯგუფის ნაწილი და ცნობილია ხელმისაწვდომი ტარიფებითა და კომფორტული მომსახურებით.

აღსანიშნავია, რომ Thai AirAsia X-ს უკვე ჰქონდა გამოცდილება საქართველოს ბაზარზე – ავიაკომპანიამ ბოლო რეისი 2020 წლის 6 იანვარს შეასრულა. სწორედ ამ გამოცდილებას ემყარება ახლანდელი ინტერესი, კვლავ დაუბრუნდნენ ქართულ ავიაბაზარს.

თბილისი ბანგკოკი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
7 აგვისტო 202522 აგვისტო 20251 ᲒაჩერებაIndiGoავიაბილეთები 2 040 -დან
16 აგვისტო 202529 აგვისტო 20251 ᲒაჩერებაAir Arabiaავიაბილეთები 2 010 -დან
22 ოქტომბერი 202528 ოქტომბერი 20251 ᲒაჩერებაKuwait Airwaysავიაბილეთები 1 813 -დან
25 ოქტომბერი 20258 ნოემბერი 20251 ᲒაჩერებაAir Arabiaავიაბილეთები 2 107 -დან
4 ნოემბერი 202528 ნოემბერი 20251 ᲒაჩერებაAir Arabiaავიაბილეთები 2 014 -დან
9 ნოემბერი 202518 ნოემბერი 20251 ᲒაჩერებაKuwait Airwaysავიაბილეთები 1 799 -დან
10 ნოემბერი 202524 ნოემბერი 20251 ᲒაჩერებაIndiGoავიაბილეთები 1 982 -დან
13 ნოემბერი 202528 ნოემბერი 20251 ᲒაჩერებაAir Arabiaავიაბილეთები 2 009 -დან
18 ნოემბერი 202528 ნოემბერი 20251 ᲒაჩერებაAir Arabiaავიაბილეთები 1 982 -დან
19 ნოემბერი 202514 დეკემბერი 20251 ᲒაჩერებაAir Arabiaავიაბილეთები 2 008 -დან
10 დეკემბერი 20251 იანვარი 20261 ᲒაჩერებაAir Arabiaავიაბილეთები 2 043 -დან
28 დეკემბერი 20258 იანვარი 20261 ᲒაჩერებაAir Arabiaავიაბილეთები 2 236 -დან
30 დეკემბერი 202517 იანვარი 20261 ᲒაჩერებაAir Arabiaავიაბილეთები 2 042 -დან
2 იანვარი 202610 იანვარი 20261 ᲒაჩერებაAir Arabiaავიაბილეთები 2 074 -დან
5 იანვარი 202626 იანვარი 20261 ᲒაჩერებაAir Arabiaავიაბილეთები 2 012 -დან
23 იანვარი 20267 თებერვალი 20261 ᲒაჩერებაAir Arabiaავიაბილეთები 2 049 -დან
28 იანვარი 202618 თებერვალი 20261 ᲒაჩერებაAir Arabiaავიაბილეთები 2 029 -დან
1 თებერვალი 202610 თებერვალი 20261 ᲒაჩერებაKuwait Airwaysავიაბილეთები 1 863 -დან
4 თებერვალი 202611 თებერვალი 20261 ᲒაჩერებაAir Arabiaავიაბილეთები 1 956 -დან
8 თებერვალი 202622 თებერვალი 20261 ᲒაჩერებაKuwait Airwaysავიაბილეთები 1 944 -დან

„ჩვენ Thai AirAsia X-სთან აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში ტაილანდსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა კვლავ აღდგება. ეს იქნება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი, რომელიც ტურიზმსა და ავიაციის განვითარებას კიდევ უფრო გააძლიერებს,“ – განაცხადა ქვრივიშვილმა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ აგრეთვე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი გივი დავითაშვილი და აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

Exit mobile version