ავიაბილეთები ყველაზე იაფად

თბილისში ახალი აეროპორტის მშენებლობა მომავალი წლიდან იწყება

თბილისის ახალი აეროპორტი

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტი აშენდება – პროექტის განხორციელება 2024 წლიდან დაიწყება. პირველი ტექნიკური კვლევა უკვე დაწყებულია, რომელსაც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო საავიაციო-საკონსულტაციო კომპანია ასრულებს.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კი 3.5 კმ. სიგრძის, ფართო ასაფრენ-დასაფრენი ზოლი აშენდება. რაც აეროპორტს შესაძლებლობას მისცემს მოემსახუროს ნებისმიერი ზომის საჰაერო ხომალდს, შექმნას მეტი ავიარეისის მიღების შესაძლებლობა და შეზღუდვების გარეშე უზრუნველყოს სატვირთო საჰაერო ხომალდების ოპერირება. პროექტზე მუშაობის დასრულება განსაზღვრულია 2023 წლის დეკემბერში, რის შემდეგაც დაიწყება სამშენებლო სამუშაოები.

ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაბილეთების პოვნა
სალონიკი4 აპრილი 202510 აპრილი 2025ავიაბილეთები 195 -დან
ლარნაკა4 აპრილი 20256 აპრილი 2025ავიაბილეთები 208 -დან
ათენი5 მაისი 20259 მაისი 2025ავიაბილეთები 286 -დან
სტამბოლი17 აპრილი 202520 აპრილი 2025ავიაბილეთები 287 -დან
აბუ დაბი5 მაისი 202511 მაისი 2025ავიაბილეთები 327 -დან

 

სიახლეა ისიც, რომ თელავში ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობა იწყება, რომელიც ოთხივე სეზონის განმავლობაში წელიწადში 50 000-მდე მგზავრს მოემსახურება. მთლიანად განახლდება და 1700 მეტრამდე დაგრძელდება ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, აშენდება ახალი სანავიგაციო კოშკურა და მოეწყობა თანამედროვე სანავიგაციო სისტემები, სრულად განახლდება აეროპორტის შიდა და გარე ინფრასტრუქტურა, ასევე მოეწყობა მგზავრებისთვის კომფორტული სივრცეები და ახალი საპარკინგე ადგილები. თელავის აეროპორტი მგზავრებს, სავარაუდოდ, 2024 წელს უმასპინძლებს.

იმისათვის რომ შეიძინოთ იაფი ავიაბილეთები ნებისმიერი მიმართულებით, დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

Exit mobile version