ავიაბილეთები ყველაზე იაფად

თბილისში ახალი აეროპორტის გახსნის თარიღი ცნობილია

ვაზიანის აეროპორტი

გასულ წელს, ცნობილი გახდა რომ თბილისში, ვაზიანის ტერიტორიაზე, ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა იგეგმებოდა. საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვაზიანის აეროპორტის მშენებლობა 2029 წელს დასრულდება.

ვაზიანის აეროპორტი პირველ ეტაპზე, წლიურად, 10 მლნ-მდე მგზავრის გატარებას შეძლებს, ხოლო მეორე ფაზის დასრულების შემდეგ კი – 20 მილიონამდე მგზავრის მომსახურებას.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -ს გაფართოების რესურსი შეზღუდულია, და სწორედ ამიტომ, საჭიროა ახალი აეროპორტის აშენება. ვაზიანი კი საერთაშორისო კლასის აეროპორტის მშენებლობისთვის იდეალური ადგილია.

ახალი აეროპორტის აშენების იდეა, თბილისის აეროპორტში მგზავრთანაკადის ზრდითაა გამოწვეული. სულ უფრო და უფრო იზრდება მოთხოვნა როგორც საერთაშორისო, ისე შიდა ფრენებზე. ამის გამო, სახელმწიფო განაგრძობს შიდა ფრენების სტიმულირებას და ავიაბილეთებზე ფასების სუბსიდირებას, ასევე რეგიონული აეროპორტების განვითარებას.

ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი11 აპრილი 202618 აპრილი 2026Red Wingsავიაბილეთები 449 -დან
ალმაატა1 თებერვალი 20264 თებერვალი 2026Air Astanaავიაბილეთები 1 541 -დან
ამსტერდამი22 აპრილი 202620 მაისი 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 1 597 -დან
ანკარა21 თებერვალი 202623 თებერვალი 2026Turkish Airlinesავიაბილეთები 295 -დან
ათენი19 თებერვალი 202623 თებერვალი 2026Sky Expressავიაბილეთები 483 -დან
აბუ დაბი19 თებერვალი 202624 თებერვალი 2026Air Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 801 -დან

 

შეიძინე ავიაბილეთები ყველაზე იაფად Avia.ge -ზე. დაგვირეკე: 551 907 907

Exit mobile version