ავიაბილეთები ყველაზე იაფად

თბილისი მოსკოვი | Tbilisi Moscow

მოსკოვის ავიაბილეთები

რუსეთის მიმართულებით კერძოდ კი მოსკოვში, საქართველოდან ყოველწლიურად არც თუ ისე ცოტა მგზავრი მიფრინავს. ფრენები ხორციელდება, როგორც თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ასევე ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებიდან.

თბილისი-მოსკოვის მიმართულებით საკმაოდ იაფად შეგიძლიათ Georgian Airways-ის საშუალებით მოხვდეთ. ავიაკომპანიამ ფრენები 2023 წლის 20 მაისიდან აღადგინა და კვირაში 7 სიხშირით ოპერირებს. ბილეთის ფასი სულ რაღაც 200$ -ია და პირდაპირი რეისით მოსკოვის საერთაშორისო აეროპორტში 3 საათსა და 15 წუთში მოხვდებით.

აღნიშნულ მიმართულებაზე ასევე შეგიძლიათ გაემგზავროთ Azimuth Airlines-ის საშუალებითაც, რომელიც ფრენების განხორციელებას 2023 წლის 17 მაისიდან შეუდგა და რეისებს კვირაში 7 სიხშირით ასრულებს. ავიაბილეთების ღირებულება 230$ შეადგენს და ამ შემთხვევაშიც პირდაპირი რეისებით სარგებლობთ. მოსკოვში ჩასასვლელად კი 3 საათი და 35 წუთია საჭირო.

თბილისი მოსკოვი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
22 მაისი 202525 მაისი 20252 ᲒაჩერებაRed Wingsავიაბილეთები 572 -დან
2 ივნისი 202524 ივნისი 20252 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 188 -დან
29 ივლისი 202527 აგვისტო 2025პირდაპირიRed Wingsავიაბილეთები 1 255 -დან
25 აგვისტო 202529 აგვისტო 20251 ᲒაჩერებაFlyOneავიაბილეთები 1 038 -დან
3 სექტემბერი 202517 სექტემბერი 20251 ᲒაჩერებაBelaviaავიაბილეთები 996 -დან
25 ოქტომბერი 202530 ოქტომბერი 20251 Გაჩერებააზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 975 -დან
5 ნოემბერი 20259 ნოემბერი 2025პირდაპირიAzimuthავიაბილეთები 896 -დან
31 დეკემბერი 20257 იანვარი 20261 ᲒაჩერებაBelaviaავიაბილეთები 996 -დან
31 იანვარი 20267 თებერვალი 2026პირდაპირიAzimuthავიაბილეთები 901 -დან
11 თებერვალი 202627 თებერვალი 2026პირდაპირიAzimuthავიაბილეთები 915 -დან
12 მარტი 202614 მარტი 20261 Გაჩერებააზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 894 -დან
2 აპრილი 20268 აპრილი 20263 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesავიაბილეთები 3 935 -დან

Azimuth -ი რუსული ავიაკომპანიია, რომელიც 2017 წლის თებერვალში დაარსდა და დაფუძნებულია დონის როსტოვის პლატოვის საერთაშორისო აეროპორტში.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ..

საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა რუსეთმა პუტინის მიერ 2019 წლის ივნისში გამოცემული ბრძანებულებით შეწყვიტა. რუსეთის მოქალაქეები კი საქართველოში უვიზო რეჟიმით 2012 წლის თებერვლიდან სარგებლობენ.

ქუთაისი მოსკოვი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
19 მაისი 202525 მაისი 2025Azimuthავიაბილეთები 625 -დან
3 ივნისი 20253 ივნისი 2025Azimuthავიაბილეთები 1 092 -დან
1 ივლისი 20251 ივლისი 2025Azimuthავიაბილეთები 1 415 -დან

რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, ოპერირებას რუსული ავიაკომპნაია Red Wings -ი ქუთაისი – მოსკოვის საჰაერო ხაზზე 2023 წლის ივნისის თვიდან იწყებს. ფრენები 2 ივნისიდან კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს  შესრულდება.

აღნიშნული ავიაკომპანია ასევე 2 ივნისიდან, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს თბილისი–სოჭი-თბილისის მიმართულებითაც იწყებს ოპერირებას. 

სოჭი ყველაზე დიდი საკურორტო ქალაქია რუსეთში, რომელსაც “რუსულ რივიერას” უწოდებენ. არბორეტუმი და რივიერას პარკი ქალაქის ყველაზე პოპულარულ ადგილებს შორისაა. ქალაქს ამშვენებს კავკასიის მთების ულამაზესი ფონი, სადაც მდებარეობს თოვლის სათხილამურო კურორტი – კრასნაია პოლიანა.

 რა უნდა ამოინახულო მოსკოვში?

რუსეთის დედაქალააქი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი ადგილია, სადაც მომხიბლავი ისტორია და ფერადი, შთამბეჭდავი  არქიტექტურაა, რომლის მსგავსსაც ვერსად ნახავთ მსოფლიოში. მოსკოვი ერთ-ერთი ყველაზე დასახლებული ქალაქია მსოფლიოში, აქ თითქმის 12 მილიონი მოსახლე ცხოვრობს, თუმცა ამან ამას გავლენა მის ძლიერ კულტურულ და სოციალურ ტრადიციებზე არ მოუხდენია. 

თუ დილით ადრე გაისეირნებთ მოსკოვის მდინარის სანაპიროზე ან / და წითელი მოედანის ქვაფენილზე, გაგიჭირდებათ იმის თქმა რომ 21-ე საუკუნეში იმყოფებით. ცარისტული არქიტექტურა, აუცილებლად სანახავი ეკლესიები და გლამურული საშოპინგო შესაძლებლობები ერთმანეთს ისე ერწყმის, რომ მისი დავიწყება შეუძლებელია. 

მოსკოვის ყველა მთავარი ქუჩა წითელი მოედნიდან იწყება, ამიტომ ადვილი მისახვედრია, რატომ ითვლება ეს ადგილი ქალაქის გულად. მოედანზე შეგიძზლიან ნახოთ კრემლი, ლენინის მავზოლეუმი, ორი ტაძარი და სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი.

აღსანიშნავია, რომ წითელი მოედანიც და კრემლიც აღიარებულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებად.

წმინდა ბასილის ტაძარი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ნაგებობა მოედანზე, აშენდა 1555 წელს. უნიკალურ ტაძარს აქვს ბიზანტიური და აზიური დიზაინით შთაგონებული არქიტექტურული დეტალები. ეკლესიის შიგნით ცხრა ინდივიდუალური სამლოცველოა და ყველა მათგანი მორთული ფერადი ფრესკებით.

Exit mobile version