ავიაბილეთები ყველაზე იაფად

თბილისიდან ლიტვაში პირდაპირი ავიამიმოსვლა განიხილება

თბილისი ლიეტუვა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ – მარიამ ქვრივიშვილმა ლიტვის ელჩთან საქართველოში ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის საკითხი განიხილა.

აღინიშნა, რომ თანამშრომლობა საქართველოსა და ლიტვას შორის ტურიზმის სფეროში სწრაფად ვითარდება, რასაც ვილნიუსსა და ქუთაისს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის არსებობა უწყობს ხელს. თუმცა, ამავე დროს, ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ საქართველოსა და ლიტვას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის კიდევ მეტად განვითარებას ხელს რეგულარული ფრენების დაწყება შეუწყობს, რომელიც ლიტვიდან თბილისის მიმართულებით ფრენებს მოიაზრებს.

დღეისათვის, თბილისიდან ვილნიუსის მიმართულებით ფრენებს საუკეთესო ფასად ავიაკომპანია Air Baltic -ი, რიგის აეროპორტის გავლით გვთავაზობს.

რაც შეეხება ქუთაისის აეროპორტს, ვილნიუსის მიმართულებით ავიაკომპანია Wizzair -ი პირდაპირ ფრენებს გვთავაზობს.

თბილისი ვილნიუსი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
24 თებერვალი 20253 მარტი 20251 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesავიაბილეთები 1 051 -დან
25 თებერვალი 20251 მარტი 20251 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesავიაბილეთები 1 029 -დან
4 მარტი 20258 მარტი 20251 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesავიაბილეთები 913 -დან

 

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ლიტვა საქართველოს ტურიზმისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამიზნე ბაზარია, სადაც მარკეტინგული აქტივობები რეგულარულად ხორციელდება.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ პირდაპირი ავიარეისების რაოდენობის ზრდა ამ ორი ქვეყნის ეკონომიკურ თანამშრომლობაზეც დადებითად აისახება.

ლიტვის მიმართულებით ავიაბილეთები საუკეთესო ფასად რომ შეიძინოთ, დაგვირეკეთ ნომერზე: 551 907 907 და მიიღეთ თქვენს მოთხოვნებზე მაქსიმალურად მორგებული შემოთავაზება თარიღებისა და ბიუჯეტის გათვალისწინებით.

Exit mobile version