საქართველოს საავიაციო ბაზარზე შიდა რეისების შესრულებაც დაიწყო. კერძოდ, შიდა ავიამიმოსვლა განაახლა Vanilla Sky-მ.
თბილისსა და ბათუმს შორის საჰაერო მიმოსვლა მაისიდან აღდგა. ზაფხულის სეზონი ახლოვდება და, შესაბამისად, თბილისი – ბათუმი – თბილისის საჰაერო ხაზზე მოთხოვნა თანდათან გაიზარდება. ამიტომ, Vanilla Sky საქართველოში ყველაზე მოთხოვნად და აქტუალურ შიდა ფრენას უკვე გვთავაზობს.
ფრენები კვირაში ორი სიხშირით, შემდეგი განრიგით შესრულდება:
ორშაბათი
თბილისი – ბათუმი: 09:00
ბათუმი – თბილისი: 11:00
პარასკევი
თბილისი – ბათუმი: 09:00
ბათუმი – თბილისი: 11:00