ავიაბილეთები ყველაზე იაფად

კიდევ ერთი ახალი ავიაკომპანია თბილისის აეროპორში

თურქულ-გერმანული ავიაკომპანია – SunExpress, რომელიც დაარსებულია Turkish Airlines-ისა და Lufthansa-ს მიერ, 2023 წლის ივნისიდან საქართველოში იწყებს ოპერირებას

ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ რეისებს 3 ივნისიდან, კვირაში 5 სიხშირით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -დან, ერთდროულად თურქეთის სამი ქალაქის მიმართულებით შეასრულებს რეისებს. ესენია: ანკარა, ანტალია და იზმირი.

გაერთიანებული აეროპორტების გენერალურმა დირექტორმა თამარ არჩუაძემ განაცხადა, რომ 3 ივნისიდან სან ექსპრესი ფრენებს შეასრულებს თბილისსა და იზმირს შორის, ხოლო ანკარადან და ანტალიიდან ფრენები 5 და 15 ივნისს დაიწყება.

თურქეთი მსოფლიოს ერთ-ერთი ლამაზი და გამორჩეული ქვეყანაა, სადაც მოგზაურობა სახალისო, მარტივი და ხელმისაწვდომია. ქვეყანა გამოირჩევა თავისი უნიკალური ისტორიით, კულტურული ღირსშესანიშნაობებითა და უგემრიელესი კერძებით.

თუ გეგმავთ გაემგზაროთ თურქეთის მიმართულებით, იაფი ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907  და მიიღეთ საუკეთესო შემოთავაზება.

Exit mobile version