ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ტარომ ავიახაზები / Tarom Airlines

ტარომ ავიხაზები

Tarom-ის ავია სატრანსპორტო კომპანია 1954 წელს დაარსდა და ჩამოყალიბდა რუმინეთის ავიაციასთან ერთად. ის ტრანსპორტირების სამინისტროს ეგიდით ახორციელებს ფრენებს და 2010 წლის 25 ივნისიდან საავიაციო ალიანსი SkyTeam–ის წევრის სტატუსიც აქვს. ავია კომპანია მსოფლიოში 50–მდე ლოკაციის მიმართულებით ანხორციელებს ფრენებს. რომანული საჰაერო ფლაგმანი ევროპაში ერთ–ერთი ყველაზე მოდერნიზებული საჰაერო ფლოტის პატრონია. მის შემადგენლობაში 23 თვითმფრინავი შედის.

თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მომავალზე ორიენტირებული ავია კომპანია აქტიურად ზრუნავს გარემოზეც. გამონაბოლქვისა და სხვა უარყოფითი ასპექტების შესამცირებლად ისინი აქტიურად ნერგავენ ინოვაციურ პროდუქტებსაც. 1992 წლიდან აღნიშნულმა ავიახაზებმა 350 მილიონ დოლარზე მეტის ინვესტირება მოახდინა საკუთარი ავია ფლოტის განახლებაში. ისინი მოდერნიზების პროექტს დღემდე თანმიმდევრულად აგრძელებენ.

ტარომ ავიახაზების მთავარ მოწოდებას მრავალფეროვანი, ინსპირაციის მომცემი და განმტვირთავი გამოცდილების შემოთავაზება წარმოადგენს. კომპანიის ლიდერებს სჯერათ, რომ ყოველი ფრენა ადამიანის ბუნებასა და ხასიათს თავისებურად უცვლის ფორმას. სწორედ ამიტომ. მათთვის ყოველი რეისით უმაღლესი დონის კომფორტული მომსახურეობის შეთავაზება მგზავრებისთვის მოწინავე სურვილს წარმოადგენს. რუმინული ავიაკომპანია ნერგავს როგორც ტენდენციურ, ისე უსაფრთხოების დონის ამამაღლებელ ინოვაციურ სიახლეებსაც.

ტარომ ავიახაზები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მრავალი ცნობილი მიმართულებით ანხორციელებს ხშირ რეისებს. მაგალითად Tarom Airlines–ის კომფორტული თვითმფრინავით თქვენ შეგიძლიათ საქართველოს დედაქალაქიდან ბუქარესტში პირდაპირი რეისის საშუალებით გაფრინდეთ. აღნიშნული ფრენის სრული ხანგრძლივობა დაახლოებით 2 საათი და 45 წუთი იქნება. მსგავსი კომფორტული მომსახურეობის სანაცვლოდ, Tarom Airlines–ის ავიაბილეთების შესაძენად 500–დან 800 ლარამდე თანხის გადახდა იქნება საჭირო.

თბილისი ბუქარესტი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
24 მაისი 202427 მაისი 20241 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 812 -დან
13 ივნისი 202415 ივნისი 20241 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 875 -დან
8 ივლისი 202415 ივლისი 20241 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 924 -დან

ყველაზე მოხერხებულად და სწრაფად მოგზაურობის დაგეგმვაში avia.ge–ის ვებგვერდი და მობილური აპლიკაცია დაგეხმარებათ. თანამედროვე და მარტივი ინტერფეისის წყალობით თქვენ შეძლებთ ორ წუთში იპოვოთ ყველაზე დაბალ ფასიანი ავიაბილეთები, ნებისმიერი მიმართულებით. დიდი ბაზისა და სწრაფი ძრავის წყალობით, avia.ge-ის საძიებო სისტემა მართლაც ყველანაირ კომფორტს შეგიქმნით სახლიდან გაუსვლელად, რათა მარტივად და იაფად დაგეგმოთ მთელი მოგზაურობა.

Exit mobile version