Site icon ავიაბილეთები ყველაზე იაფად

პირველი ავიარეისი ტალინიდან ბათუმში

ბათუმი ტალინი

2019 წლის 27 ივნისს ტალინიდან ბათუმში პირველი ჩარტერული რეისი განხორციელდა. ბათუმს 180 ტურისტი ესტუმრა და მათი 90% ერთი კვირით გეგმავს საქართველში დარჩენას და მოგზაურობას.  აეროპორტში  ესტონელ სტუმრებს ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე დახვდა. მგზავრებისთვის აეროპორტში ფოლკლორული შოუ და ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.

ჩარტერს ავიაკომპანია „Smartlynx Airlines” შეასრულებს და ფრენა კვირაში ერთხელ, Airbus A320 საჰაერო ხომალდით განხორციელდება.

ესტონეთი აჭარისთვის ახალი ტურისტული ბაზარია, სადაც რეგიონის რეკლამირება ბოლო წლებია ხორციელდება. შესაბამისად, მზარდია აჭარაში ესტონელი მოგზაურების რაოდენობაც, რაც რეგიონის ადმინისტრაციული საზღვრის კვეთის 5 თვის მონაცემებზე დაყრდნობით 59% – იან მატებას ითვალისწინებს „  – აცხადებენ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში .

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ტალინთან ერთად ჩარტერული რეისები ბათუმის მიმართულებით ვილნიუსიდანაც ინიშნება.

ბათუმში დახვედრა

ქუთაისი ტალინი

Departure atReturn atStopsAirlineFind tickets
15 October 202622 October 20261 StopWizz Airავიაბილეთები 915 -დან
6 November 202614 November 20261 StopWizz Airავიაბილეთები 503 -დან
14 January 202715 February 20272 StopsWizz Airავიაბილეთები 643 -დან
1 April 20275 April 20272 StopsWizz Airავიაბილეთები 909 -დან
Exit mobile version