ავიაბილეთები ყველაზე იაფად

თბილისის აეროპორტში ახალი ავიაკომპანია შემოდის

SunExpress საქართველო

SunExpress თურქულ-გერმანული ავიაკომპანია, რომელიც ოპერირებას საქართველოს მიმართულებით 28 მაისიდან დაიწყებს. ავიაკომპანია თბილისის აეროპორტი -დან ერთდროულად თურქეთის სამი ქალაქიდან იფრენს, ესენია: ანკარა, ანტალია და იზმირი.

სან ექსპრესი თბილისის მიმართულებით პირველ ეტაპზე, კვირაში 5 სიხშირით იფრენს. კერძოდ, თურქეთისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის 1 სიხშირით, იზმირიდან და ანტალიიდან კი 2-2 სიხშირით შეასრულებს პირდაპირ რეგულარულ რეისებს.

Turkish Airlines-და Lufhansa-ს მიერ დაფუძნებული ავიაკომპანიის ოპერირების შესახებ საბოლოო დეტალები ირაკლი ქარქაშაძემ – საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა, SunExpress -ის მენეჯმენტთან განიხილა.

თბილისი ანკარა

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
13 მაისი 202416 მაისი 2024პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 383 -დან

 

,,მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ბაზარზე კიდევ ერთი ახალი ავიაკომპანია შემოდის. ავიაკომპანია SunExpress თბილისის მიმართულებით და პირიქით 28 მაისიდან ანტალიიდან, 2 ივნისიდან იზმირიდან და 5 ივნისიდან ანკარადან დაიწყებს ფრენებს“.

SunExpress 33 წლის წინ ანტალიაში დაფუძვნდა, რომელიც ანტალიისა და იზმირის ძირითად ავაიგადამზიდავს წარმოადგენს. ის გახდა პირველი კერძო ავიაკომპანია, რომელმაც მომხმარებლებს თურქეთსა და გერმანიას შორის პირდაპირი რეგულარული ფრენები შესთავაზა. SKYTRAX-ის მიხედვით, სანექსპრესი 2022 წლის საუკეთესო ტურისტულ ავიაკომპანიად დასახელდა.

ჩვენს მეზობლად მდებარე თურქეთი, მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა, სადაც მოგზაურობა საიტერესო, მარტივი და ხელმისაწვდომია. ქვეყანა თავისი უნიკალური ისტორიით, კულტურული ღირსშესანიშნაობებითა და უგემრიელესი კერძებით დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ყველა მნახველზე.

შეიძინეთ თურქეთის ავიაბილეთები საუკეთესო ფასად, დაგვირეკეთ:  551 907 907

Exit mobile version