Site icon ავიაბილეთები ყველაზე იაფად

გაზაფხულზე აუცილებლად სანახავი ქალაქები

გაზაფხულის ავიაბილეთები

ზამთრის მიწურულსა და ულამაზესი გაზაფხულის სეზონზე ევროპა ყველაზე საოცარი ლოკაციებით ელის მოგზაურებს. თბილ და ნეიტრალურ ამინდებში მსოფლიოს ამ მხარეში მართლაც ყველაზე ლამაზი და გამორჩეული ქალაქების დათვალიერება შეგიძლიათ. პირველ რიგში, გაზაფხულის კომფორტულ მზეს ტურისტებით დახუნძლული ევროპის ისეთ არაორდინალურ ქალაქებში უნდა მიეფიცხოთ, როგორიც მაგალითად სან სებასტიანია.

სან სებასტიანია

ამ ქალაქში თქვენ ყველაზე უფრო უკეთ და მყუდროდ დაათვალიერებთ ესპანური იდენტობის გამორჩეულ მაგალითებსა და საუკეთესო კულტურულ ასპექტებს. ულამაზესი არქიტექტურითა და ესპანური კულინარიის შედევრებით დატკბობა მართლაც დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს დაგიტოვებთ. ასევე, აქვე შეგიძლიათ ესტუმროთ ისეთ უნიკალურ ქალაქს, როგორიც პორტოა.

ესპანური კულტურის მეზობლად, პორტუგალიური ექსცენტრიული ცხოვრების წესით ტკბობას ამ საპორტო ქალაქში მართლაც ადვილად შეძლებთ. წვრილი ქუჩებით დასერილი ეს ქალაქი ყველაზე უსაფრხო და ასევე ყველაზე რომანტიული ლოკაციების სიაში იკავებს ერთ–ერთ მოწინავე ადგილს.

თუკი მუსიკის მოყვარული ხართ, მაშინ აუცილებლად უნდა ესტუმროთ მონტრეს. შვეიცარიის ამ ულამაზეს მხარეში სიცოცხლის ბოლო წლები ფრედი მერკურიმ გაატარა და მისი ბენდის ბოლო ალბომიც აქ შეიქმნა. ასევე, მონტრო ჯაზის მაღალი დონის კულტურითაცაა განთქმული, ამიტომ აქ მელომანები ნამდვილად სასიამოვნოდ გაატარებენ დროს.

Montreux

გაზაფხულის ყველაზე ნათელი ფერებისა და ნამდვილი არსის შეგრძნობა მხოლო ერთ ქალაქშია შესაძლებელი. ამ შემთხვევაში საუბარი რათქმაუნდა ამსტერდამზეა, რომლის სტუმრებიც აღნიშნული სეზონის ყველაზე ლამაზ მოსავალს იხილავენ. ეს ქალაქი ზაფხულში მართლაც ულამაზესია, თუმცა უფრო იაფი, მშვიდი და მყუდრო სწორედ გაზაფხულის სეზონზეა, თანაც ყვავილები სწორედ ამ დროს იფურჩქნებიან.

Amsterdam

თბილისი ამსტერდამი

გამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიგადაჯდომებიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
30 ოქტომბერი 20267 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 880 -დან
30 ნოემბერი 20264 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 623 -დან
22 დეკემბერი 202625 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 542 -დან
15 იანვარი 202722 იანვარი 20271 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 615 -დან
21 თებერვალი 202726 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 607 -დან
1 მარტი 20276 მარტი 20271 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 687 -დან
9 აპრილი 202711 აპრილი 20271 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 786 -დან
15 მაისი 202719 მაისი 20271 ᲒაჩერებაeasyJetავიაბილეთები 825 -დან
17 ივნისი 202720 ივნისი 2027პირდაპირიTransaviaავიაბილეთები 695 -დან
25 ივლისი 202727 ივლისი 20271 ᲒაჩერებაTransaviaავიაბილეთები 929 -დან
16 აგვისტო 202720 აგვისტო 20272 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 121 -დან
8 სექტემბერი 202715 სექტემბერი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 1 088 -დან

ულამაზესი გამწვანების გარდა ჰოლანდიის ამ შესანიშნავ მხარეში ვან გოგის მუზეუმით, კანალების პირას სეირნობითა და ულამაზესი არქიტექტურული ძეგლების თვალიერებით შეგიძლიათ ტკბობა. აღნიშნული ქალაქების სტუმრობა უფრო კომფორტული იქნება, თუკი ავია ბილეთებს იაფად შეიძენთ. ამისათვის თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ მაგალითად Avia.Ge–ს ავია ბილეთების საძიებო სისტემა. აღნიშნული ვებგვერდის დახმარებით თქვენ რამდენიმე წუთში აღმოაჩენთ ყველაზე იაფ ავია ბილეთებს ნებისმიერი ქალაქის მიმართულებით გასაფრენად.

Exit mobile version