ავიაბილეთები ყველაზე იაფად

გაზაფხულზე აუცილებლად სანახავი ქალაქები

გაზაფხულის ავიაბილეთები

ზამთრის მიწურულსა და ულამაზესი გაზაფხულის სეზონზე ევროპა ყველაზე საოცარი ლოკაციებით ელის მოგზაურებს. თბილ და ნეიტრალურ ამინდებში მსოფლიოს ამ მხარეში მართლაც ყველაზე ლამაზი და გამორჩეული ქალაქების დათვალიერება შეგიძლიათ. პირველ რიგში, გაზაფხულის კომფორტულ მზეს ტურისტებით დახუნძლული ევროპის ისეთ არაორდინალურ ქალაქებში უნდა მიეფიცხოთ, როგორიც მაგალითად სან სებასტიანია.

სან სებასტიანია

ამ ქალაქში თქვენ ყველაზე უფრო უკეთ და მყუდროდ დაათვალიერებთ ესპანური იდენტობის გამორჩეულ მაგალითებსა და საუკეთესო კულტურულ ასპექტებს. ულამაზესი არქიტექტურითა და ესპანური კულინარიის შედევრებით დატკბობა მართლაც დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს დაგიტოვებთ. ასევე, აქვე შეგიძლიათ ესტუმროთ ისეთ უნიკალურ ქალაქს, როგორიც პორტოა.

ესპანური კულტურის მეზობლად, პორტუგალიური ექსცენტრიული ცხოვრების წესით ტკბობას ამ საპორტო ქალაქში მართლაც ადვილად შეძლებთ. წვრილი ქუჩებით დასერილი ეს ქალაქი ყველაზე უსაფრხო და ასევე ყველაზე რომანტიული ლოკაციების სიაში იკავებს ერთ–ერთ მოწინავე ადგილს.

თუკი მუსიკის მოყვარული ხართ, მაშინ აუცილებლად უნდა ესტუმროთ მონტრეს. შვეიცარიის ამ ულამაზეს მხარეში სიცოცხლის ბოლო წლები ფრედი მერკურიმ გაატარა და მისი ბენდის ბოლო ალბომიც აქ შეიქმნა. ასევე, მონტრო ჯაზის მაღალი დონის კულტურითაცაა განთქმული, ამიტომ აქ მელომანები ნამდვილად სასიამოვნოდ გაატარებენ დროს.

Montreux

გაზაფხულის ყველაზე ნათელი ფერებისა და ნამდვილი არსის შეგრძნობა მხოლო ერთ ქალაქშია შესაძლებელი. ამ შემთხვევაში საუბარი რათქმაუნდა ამსტერდამზეა, რომლის სტუმრებიც აღნიშნული სეზონის ყველაზე ლამაზ მოსავალს იხილავენ. ეს ქალაქი ზაფხულში მართლაც ულამაზესია, თუმცა უფრო იაფი, მშვიდი და მყუდრო სწორედ გაზაფხულის სეზონზეა, თანაც ყვავილები სწორედ ამ დროს იფურჩქნებიან.

Amsterdam

თბილისი ამსტერდამი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
27 თებერვალი 20261 მარტი 20261 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 602 -დან
8 მარტი 202615 მარტი 2026პირდაპირიTransaviaავიაბილეთები 542 -დან
26 აპრილი 20263 მაისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 517 -დან
8 მაისი 202612 მაისი 20261 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 594 -დან
18 ივნისი 202621 ივნისი 2026პირდაპირიTransaviaავიაბილეთები 584 -დან
7 ივლისი 202610 ივლისი 20261 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 907 -დან
13 აგვისტო 202620 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 1 085 -დან
23 სექტემბერი 202623 სექტემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 695 -დან
1 ოქტომბერი 20265 ოქტომბერი 20261 ᲒაჩერებაTransaviaავიაბილეთები 691 -დან
7 ნოემბერი 202614 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაAustrian Airlinesავიაბილეთები 891 -დან
14 დეკემბერი 202628 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაAustrian Airlinesავიაბილეთები 1 036 -დან

ულამაზესი გამწვანების გარდა ჰოლანდიის ამ შესანიშნავ მხარეში ვან გოგის მუზეუმით, კანალების პირას სეირნობითა და ულამაზესი არქიტექტურული ძეგლების თვალიერებით შეგიძლიათ ტკბობა. აღნიშნული ქალაქების სტუმრობა უფრო კომფორტული იქნება, თუკი ავია ბილეთებს იაფად შეიძენთ. ამისათვის თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ მაგალითად Avia.Ge–ს ავია ბილეთების საძიებო სისტემა. აღნიშნული ვებგვერდის დახმარებით თქვენ რამდენიმე წუთში აღმოაჩენთ ყველაზე იაფ ავია ბილეთებს ნებისმიერი ქალაქის მიმართულებით გასაფრენად.

Exit mobile version