Somon Air არის კერძო ავიაკომპანია, რომელიც დაფუძნებულია ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში. ოპერირებს 2008 წლიდან და წარმოადგენს ქვეყნის ერთადერთ ავიაკომპანიას, რომელიც არის საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) წევრი. სომონ ეარი ახორციელებს როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ფრენებს. ძირითადად ფოკუსირებულია ცენტრალური აზიის და ახლო აღმოსავლეთის მარშრუტებზე.
რა მიმართულებით ახორციელებს ფრენებს Somon Air ?
როგორც უკვე აღინიშნა, Somon Air ფრენებს შიდა და საერთაშორისო მიმართულებით ახორციელებს. უფრო კონკრეტულად კი, 2024 წლის მონაცემებით, საერთაშორისო მიმართულებები მოიცავს: გერმანიას, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, საუდის არაბეთს, თურქეთს, ჩინეთს, ინდოეთს, ირანს, უზბეკეთს, ბელარუსიას, ყაზახეთს და რუსეთს.
აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია ოპერირებას საქართველოს ავიაბაზარზეც დაიწყებს. პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა დუშანბედან თბილისის აეროპორტი -ს მიმართულებით 2024 წლის 22 მაისიდან შესრულდება.
თბილისი დუშანბე
გამგზავრება | დაბრუნება | გაჩერება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|---|
1 იანვარი 2025 | 6 იანვარი 2025 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 1 655 -დან | |
3 იანვარი 2025 | 4 იანვარი 2025 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 1 496 -დან | |
22 იანვარი 2025 | 26 იანვარი 2025 | 2 Გაჩერება | ავიაბილეთები 1 175 -დან | |
25 მარტი 2025 | 2 აპრილი 2025 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 591 -დან | |
28 მარტი 2025 | 1 აპრილი 2025 | 2 Გაჩერება | ავიაბილეთები 1 250 -დან |
ბოლო პერიოდში, ავიაკომპანია აქტიურად აფართოებს მარშრუტების ქსელს. Somon Air-ის აღმასრულებელმა დირექტორმა – თომას ჰალამმა, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ავიაკომპანიის ზრდასა და ჩამოყალიბებაში.
2024 წლის მდგომარეობით, Somon Air-ი ს ფლოტი შედგება Boeing-ის ტიპის მრავალფეროვანი მოდელისაგან, კონკრეტულად კი ფოკუსირებულია Boeing 737 სერიებზე. ფლოტი შედგება: 4 Boeing 737-800 და 2 Boeing 737-900ER თვითმფრინავებისაგან. სამომავლოდ კი, ავიაკომპანიის გეგმებში, თავისი ფლოტის უფრო თანამედროვე საჰაერო ხომალდებით გაფართოებაა.
აღნიშნული ავიაკომპანიით სარგებლობამდე, გაეცანით შემდეგ ინფორმაციას, რათა გდაგეგმოთ მოგზაურობა მარტივად და გახადოთ ის სასიამოვნო.
ინფორმაცია ბარგის შესახებ:
Somon Air გთავაზობთ სპეციფიკურ ბარგის პოლიტიკას, მგზავრობის კლასისა და მარშრუტის მიხედვით.
ჩსაბარებელი ბარგი:
Somon Air-ის ფრენებზე ჩასაბარებელი ბარგის ზომები არ უნდა აღემატებოდეს 158 სმ-ს სამივე განზომილების ჯამით (სიმაღლე, სიგრძე, სიგანე).
- ეკონომ კლასის მგზავრებისთვის ჩასაბარებელი ბარგი შეადგენს 20 კგ-ს.
- ბიზნეს კლასის მგზავრებისთვის დასაშვებია 30 კგ ბარგი.
- ორ წლამდე ბავშვებს კი, რომლებიც ცალკე ადგილის გარეშე მოგზაურობენ, უფასო ბარგი არ აქვთ.
ხელბარგი:
- ეკონომ კლასის მგზავრებს შეუძლიათ ბორტზე თან იქონიონ 7 კგ-მდე წონის 1 ჩანთა, მაქსიმალური ზომებით 55 x 40 x 25 სმ.
- ბიზნეს კლასის მგზავრებს შეუძლიათ თან იქონიონ 1 ჩანთა, ზომით 55 x 40 x 25 სმ და 10 კგ.
ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ:
Somon Air თავის მგზავრებს სთავაზობს როგორც ონლაინ, ისე აეროპორტში რეგისტრაციას.
ონლაინ რეგისტრაცია – მგზავრებს შეუძლიათ ონლაინ რეგისტრაცია ფრენამდე 24 საათით ადრე.
აეროპორტში რეგისტრაცია – რგისტრაცია ჩვეულებრივ იხსნება დაგეგმილ გამგზავრებამდე 2 სთ და 30 წთ-ით ადრე და იხურება გამგზავრებამდე 1 საათით ადრე.