Site icon ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ქუთაისის აეროპორტში მგზავრებს 3 ახალი ავტობუსი მოემსახურება

shuttle bus in kutaisi airport

2024 წლის აპრილიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -დან ქალაქის ცენტრამდე და პირიქით, მგზავრებს 3 უახლესი SHUTTLE BUS მოემსახურება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, აღნიშნულ სერვისს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება უზრუნველყოფს.

„ქუთაისის აეროპორტი ყველაზე სწრაფად მზარდი აეროპორტია საქართველოში. გაზრდილ მგზავრთნაკადსა და პირდაპირ ავიამიმოსვლასთან ერთად, მნიშვნელოვანია, გაიზარდოს ტურისტული ვიზიტების და ღამისთევების რაოდენობა ქუთაისსა და სრულიად იმერეთში,“ – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ავტობუსების განრიგი მაქსიმალურად იქნება მორგებული ფრენების განრიგზე. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ შესაბამის მომსახურების შეძენაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის აეროპორტში ბაზირებული ავიაკომპანია ვიზეარი , საქართველოს ავიაბზარზე შემოსვლიდან დღემდე 5 მილიონ მგზავრზე მეტს მოემსახურა. შესაბამისად, საჭიროა აეროპორტს ემსახურებოდეს დამატებით ტრანსპორტი, რომელიც შექმნის მეტ კომფორტს, როგორც ტურისტებისთვის, ისე ქართველი მოგზაურებისათვის.

პირდაპირი ფრენები ქუთაისის აეროპორტიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ალმაატა1 ოქტომბერი 202615 ოქტომბერი 2026FlyArystanავიაბილეთები 687 -დან
ათენი11 დეკემბერი 202614 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 194 -დან
ბარსელონა14 დეკემბერი 202621 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 390 -დან
ბერლინი22 დეკემბერი 20265 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 342 -დან
ბრიუსელი1 ნოემბერი 202615 ნოემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 319 -დან
ბრატისლავა7 ნოემბერი 202612 ნოემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 202 -დან
ბუდაპეშტი26 ნოემბერი 20263 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 322 -დან
დორტმუნდი26 დეკემბერი 20269 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 418 -დან
მემინგენი23 დეკემბერი 20261 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 286 -დან
ფრანკფურტი1 დეკემბერი 20268 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 272 -დან

 

ფრენებზე მზარდი მოთხოვნის საპასუხოდ, Wizz Air ge მუდმივად აფართოებს ქუთაისის აეროპორტიდან საავიაციო ქსელს, ამყარებს ახალ კავშირებს სხვადასხვა მიმზიდველ მიმართულებებთან ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს სიახლე დადებითად აისახება იმერეთის ტურიზმის ინდუსტრიის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაზე,“ – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

შეიძინეთ ავიაბილეთები იაფად ქუთაისიდან ნებისმიერი მიმართულებით, დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.  

Exit mobile version