2024 წლის აპრილიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -დან ქალაქის ცენტრამდე და პირიქით, მგზავრებს 3 უახლესი SHUTTLE BUS მოემსახურება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, აღნიშნულ სერვისს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება უზრუნველყოფს.
„ქუთაისის აეროპორტი ყველაზე სწრაფად მზარდი აეროპორტია საქართველოში. გაზრდილ მგზავრთნაკადსა და პირდაპირ ავიამიმოსვლასთან ერთად, მნიშვნელოვანია, გაიზარდოს ტურისტული ვიზიტების და ღამისთევების რაოდენობა ქუთაისსა და სრულიად იმერეთში,“ – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ავტობუსების განრიგი მაქსიმალურად იქნება მორგებული ფრენების განრიგზე. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ შესაბამის მომსახურების შეძენაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის აეროპორტში ბაზირებული ავიაკომპანია ვიზეარი , საქართველოს ავიაბზარზე შემოსვლიდან დღემდე 5 მილიონ მგზავრზე მეტს მოემსახურა. შესაბამისად, საჭიროა აეროპორტს ემსახურებოდეს დამატებით ტრანსპორტი, რომელიც შექმნის მეტ კომფორტს, როგორც ტურისტებისთვის, ისე ქართველი მოგზაურებისათვის.
პირდაპირი ფრენები ქუთაისის აეროპორტიდან
დანიშნულების ადგილი | გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|---|
ალმაატა | 21 მარტი 2026 | 28 მარტი 2026 | ![]() | ავიაბილეთები 555 -დან |
ათენი | 18 დეკემბერი 2025 | 25 დეკემბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 197 -დან |
ბარსელონა | 8 დეკემბერი 2025 | 10 დეკემბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 470 -დან |
ბერლინი | 22 იანვარი 2026 | 5 თებერვალი 2026 | ![]() | ავიაბილეთები 541 -დან |
ბრიუსელი | 23 ნოემბერი 2025 | 26 ნოემბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 305 -დან |
ბუდაპეშტი | 13 იანვარი 2026 | 27 იანვარი 2026 | ![]() | ავიაბილეთები 218 -დან |
დორტმუნდი | 24 იანვარი 2026 | 31 იანვარი 2026 | ![]() | ავიაბილეთები 201 -დან |
მემინგენი | 30 დეკემბერი 2025 | 8 იანვარი 2026 | ![]() | ავიაბილეთები 359 -დან |
ფრანკფურტი | 23 იანვარი 2026 | 30 იანვარი 2026 | ![]() | ავიაბილეთები 211 -დან |
ატირაი | 6 ნოემბერი 2025 | 13 ნოემბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 465 -დან |
ფრენებზე მზარდი მოთხოვნის საპასუხოდ, Wizz Air ge მუდმივად აფართოებს ქუთაისის აეროპორტიდან საავიაციო ქსელს, ამყარებს ახალ კავშირებს სხვადასხვა მიმზიდველ მიმართულებებთან ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ.
„დარწმუნებული ვარ, რომ ეს სიახლე დადებითად აისახება იმერეთის ტურიზმის ინდუსტრიის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაზე,“ – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.