ავიაბილეთები ყველაზე იაფად

რა საბუთებია საჭირო ევროპაში წასასვლელად

შენგენის ზონა

ევროპის ტერიტორიაზე ქართველ მოგზაურებს უკვა უამრავი ქვეყნის საზღვრის გადაკვეთა შეუძლიათ უვიზოთ. ასეთი სასიამოვნო სიტუაცია უვიზო რეჟიმის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ შეიქმნა. თუკი მსგავსი მართლაც სასარგებლო და მნიშვნელოვანი შანსის გამოყენებას აპირებთ, მაშინ რამდენიმე მნიშვნელოვანი წესის დამახსოვრება დაგჭირდებათ.

პირველ რიგში, ევროპაში მდებარე შენგენის ზონაში მყოფი ქვეყნების ტერიტორიაზე უვიზოდ შესასვლელად საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი დაგჭირდებათ. აღნიშნული საბუთი ბოლო 10 წლის განმავლობაში უნდა იყოს გაცემული და თქვენი დაბრუნების თარიღიდან კიდევ მინიმუმ 3 თვის ვადით უნდა ჰქონდეს მოქმედების ძალა.

ასევე, ხშირად და ოფიციალური წესების თანახმად, უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლისას სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებმა ასევე რამდენიმე დამატებითი საბუთის წარდგენა შეიძლება მოგთხოვონ. ასეთი დოკუმენტების სიაში შედის საქართველოში დასაბრუნებელი  ავიაბილეთი და უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული სასტუმროს მიერ მოწოდებული მოქმედი ჯავშანის დამადასტურებელი საბუთი. ასევე, თან უნდა იქონიოთ სამოგზაურო დაზღვევაც.

შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის მსურველებმა ასევე უნდა გაითვალისწინონ ფინანსური რეგულაციებიც. ევროპის ქვეყნებში უვიზოდ შესვლისათვის თქვენ მესაზღვრეს ასევე უნდა წარუდგინოთ მოგზაურობის ფინანსურად უზრუნველყოფის დამადასტურებელი ფაქტები. აღნიშნულს შეიძლება წარმოადგენდეს ნაღდი ფული ან თქვენ მფლობელობაში არსებული საბანკო ელექტრონული ბარათები, ასევე დაფინანსების შესახებ ცნობა ან აღნიშნულ ქვეყანაში მცხოვრები მასპინძლის მიერ მოწოდებული საგარანტიო წერილი.

ზემოთ აღნიშნულ ფინანსურ რეგულაციებს თითოეული ქვეყანა ინდივიდუალურად განსაზღვრავს შიდა კანონმდებობლის მიხედვით. თუმცა, ფინანსური უზრუნველყოფისთვის გათვალისწინებული თანხის რაოდენობა შენგენის ზონის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნისას დღეში 50 ევროს არ აღემატება როგორც წესი.

თუკი თქვენი მოგზაურობის მიზანს არა ტურისტული, არამედ მაგალითად სამედიცინო ასპექტი ან რაიმე სახის კონფერენციასა და სემინარში მონაწილეობა წარმოადგენს, მაშინ დაგჭირდებათ დამატებითი დოკუმენტებიც. ასეთ დროს თან უნდა იქონიოთ საქმიან შეხვედრაზე წასვლის დროს აღნიშნული კონფერენციის პროგრამა. რაც შეეხება მკურნალობის მიზნით მოგზაურ ადამიანებს, მათ სასურველია თან ჰქონდეთ იმ კონკრეტული სამედიცინო ორგანიზაციის თანხმობის დოკუმენტი, რომელშიც დაგეგმილი აქვთ მკურნალობა.

ავიაბილეთები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ალმაატა5 ოქტომბერი 202612 ოქტომბერი 2026FlyArystanავიაბილეთები 820 -დან
ათენი9 ნოემბერი 202615 ნოემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 253 -დან
ბარსელონა22 ოქტომბერი 202628 ოქტომბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 464 -დან
ბერლინი21 ნოემბერი 202628 ნოემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 366 -დან
ბრიუსელი11 მარტი 202714 მარტი 2027Wizz Airავიაბილეთები 320 -დან
ბრატისლავა7 ივნისი 202610 ივნისი 2026Wizz Airავიაბილეთები 377 -დან
ბუდაპეშტი5 ივნისი 202616 ივნისი 2026Wizz Airავიაბილეთები 298 -დან
დორტმუნდი6 ივნისი 202620 ივნისი 2026Wizz Airავიაბილეთები 502 -დან
მემინგენი25 მაისი 202612 ივნისი 2026Wizz Airავიაბილეთები 364 -დან
ფრანკფურტი9 ოქტომბერი 202616 ოქტომბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 361 -დან

 

Exit mobile version