ავიაბილეთები ყველაზე იაფად

რა საბუთებია საჭირო ევროპაში წასასვლელად

შენგენის ზონა

ევროპის ტერიტორიაზე ქართველ მოგზაურებს უკვა უამრავი ქვეყნის საზღვრის გადაკვეთა შეუძლიათ უვიზოთ. ასეთი სასიამოვნო სიტუაცია უვიზო რეჟიმის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ შეიქმნა. თუკი მსგავსი მართლაც სასარგებლო და მნიშვნელოვანი შანსის გამოყენებას აპირებთ, მაშინ რამდენიმე მნიშვნელოვანი წესის დამახსოვრება დაგჭირდებათ.

პირველ რიგში, ევროპაში მდებარე შენგენის ზონაში მყოფი ქვეყნების ტერიტორიაზე უვიზოდ შესასვლელად საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი დაგჭირდებათ. აღნიშნული საბუთი ბოლო 10 წლის განმავლობაში უნდა იყოს გაცემული და თქვენი დაბრუნების თარიღიდან კიდევ მინიმუმ 3 თვის ვადით უნდა ჰქონდეს მოქმედების ძალა.

ასევე, ხშირად და ოფიციალური წესების თანახმად, უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლისას სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებმა ასევე რამდენიმე დამატებითი საბუთის წარდგენა შეიძლება მოგთხოვონ. ასეთი დოკუმენტების სიაში შედის საქართველოში დასაბრუნებელი  ავიაბილეთი და უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული სასტუმროს მიერ მოწოდებული მოქმედი ჯავშანის დამადასტურებელი საბუთი. ასევე, თან უნდა იქონიოთ სამოგზაურო დაზღვევაც.

შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის მსურველებმა ასევე უნდა გაითვალისწინონ ფინანსური რეგულაციებიც. ევროპის ქვეყნებში უვიზოდ შესვლისათვის თქვენ მესაზღვრეს ასევე უნდა წარუდგინოთ მოგზაურობის ფინანსურად უზრუნველყოფის დამადასტურებელი ფაქტები. აღნიშნულს შეიძლება წარმოადგენდეს ნაღდი ფული ან თქვენ მფლობელობაში არსებული საბანკო ელექტრონული ბარათები, ასევე დაფინანსების შესახებ ცნობა ან აღნიშნულ ქვეყანაში მცხოვრები მასპინძლის მიერ მოწოდებული საგარანტიო წერილი.

ზემოთ აღნიშნულ ფინანსურ რეგულაციებს თითოეული ქვეყანა ინდივიდუალურად განსაზღვრავს შიდა კანონმდებობლის მიხედვით. თუმცა, ფინანსური უზრუნველყოფისთვის გათვალისწინებული თანხის რაოდენობა შენგენის ზონის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნისას დღეში 50 ევროს არ აღემატება როგორც წესი.

თუკი თქვენი მოგზაურობის მიზანს არა ტურისტული, არამედ მაგალითად სამედიცინო ასპექტი ან რაიმე სახის კონფერენციასა და სემინარში მონაწილეობა წარმოადგენს, მაშინ დაგჭირდებათ დამატებითი დოკუმენტებიც. ასეთ დროს თან უნდა იქონიოთ საქმიან შეხვედრაზე წასვლის დროს აღნიშნული კონფერენციის პროგრამა. რაც შეეხება მკურნალობის მიზნით მოგზაურ ადამიანებს, მათ სასურველია თან ჰქონდეთ იმ კონკრეტული სამედიცინო ორგანიზაციის თანხმობის დოკუმენტი, რომელშიც დაგეგმილი აქვთ მკურნალობა.

ავიაბილეთები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ალმაატა21 მაისი 202625 მაისი 2026FlyArystanავიაბილეთები 543 -დან
ათენი12 აპრილი 202626 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 210 -დან
ბარსელონა31 მარტი 202614 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 421 -დან
ბერლინი13 მაისი 202620 მაისი 2026Wizz Airავიაბილეთები 414 -დან
ბრიუსელი15 მარტი 202622 მარტი 2026Wizz Airავიაბილეთები 314 -დან
ბრატისლავა11 ოქტომბერი 202618 ოქტომბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 209 -დან
ბუდაპეშტი12 მარტი 202619 მარტი 2026Wizz Airავიაბილეთები 238 -დან
დორტმუნდი7 აპრილი 202618 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 392 -დან
მემინგენი9 ოქტომბერი 202616 ოქტომბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 321 -დან
ფრანკფურტი22 იანვარი 202729 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 147 -დან

 

Exit mobile version