ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ქუთაისის აეროპორტში სარეაბილიტაციო სამუშაოებია

Rehabilitation at Kutaisi Airport

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავების სადგომისა და ბაქნის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. 25 000 მ2 ტერიტორიაზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების შედეგად, ბაქნის არსებული ასფალტის ფუნდამენტი მთლიანად შეიცვლება ბეტონის საფარით. ასევე იცვლება შიდა კომუნიკაციები, როგორც წყალარინების და სანიაღვრე სისტემა, ისე ელექტრო სისტემები.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, მთლიანად შეიცვლება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -ს ბაქანის კონფიგურაცია. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ოპერირების დირექტორის განცხადებით, რეაბილიტაციის შემდეგ 11-მდე გაიზრდება საჰაერო ხომალდების სადგომების რაოდენობა. ასევე დასძინა, რომ ეს არის ერთ-ერთი უმსხვილესი და ურთულესი პროექტია ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, რაც ქუთაისის აეროპორტში ბოლო პერიოდში განხორციელებულა.

პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ალმაატა19 სექტემბერი 20267 ოქტომბერი 2026FlyArystanავიაბილეთები 640 -დან
ათენი15 თებერვალი 202622 თებერვალი 2026Wizz Airავიაბილეთები 125 -დან
ბარსელონა9 თებერვალი 202611 თებერვალი 2026Wizz Airავიაბილეთები 226 -დან
ბერლინი19 თებერვალი 202626 თებერვალი 2026Wizz Airავიაბილეთები 268 -დან
ბრიუსელი4 თებერვალი 20268 თებერვალი 2026Wizz Airავიაბილეთები 329 -დან
ბრატისლავა4 თებერვალი 20269 თებერვალი 2026Wizz Airავიაბილეთები 222 -დან
ბუდაპეშტი28 მარტი 202611 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 203 -დან
დორტმუნდი7 თებერვალი 202621 თებერვალი 2026Wizz Airავიაბილეთები 262 -დან
მემინგენი1 აპრილი 20266 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 314 -დან
ფრანკფურტი13 თებერვალი 202623 თებერვალი 2026Wizz Airავიაბილეთები 205 -დან

 

,,ქუთაისის აეროპორტში ბაქნის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ, მივიღებთ ე.წ. ჩიხური ტიპის თვითმფრინავის სადგომებს. ჯამში გვექნება 11 სადგომი, რაც საშუალებას მოგვცემს, უფრო გაზრდილი მობილობით მოვემსახუროთ თვითმფრინავებს. ეს კი, რა თქმა უნდა, გაზრდილ მგზავრთნაკადს ნიშნავს,-‘’განაცხადა ლევან ცხადაძემ.

დავით აღმაშენებლის აეროპორტის სადგომი აქამდე გათვლილი იყო 9 საჰაერო ხომალდზე. რეაბილიტირებული ბაქნის შემდეგ კი, აეროპორტი ნაწილობრივ ახალ ე.წ. ჩიხურ სისტემაზე გადავა. 11 სადგომიდან 4 დარჩება თვითმავალის ტიპის საჰაერო ხომალდებისთვის, ხოლო 7 სადგომი ე.წ. ჩიხურ სისტემაზე გადავა. რაც საშუალებას იძლევა, აეროპორტი უფრო მეტ საჰაერო ხომალდს, მცირე დროის მონაკვეთში მოემსახუროს.

შეიძინე ავიაბილეთები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ყველაზე იაფად. დაგვირეკე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

Exit mobile version