ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ახალი მიმართულება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან

kutais saerporti gacocxlda

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air Georgia-ი ბრუნდება. ავიაკომპანია ფრენებს გერმანიის, კერძოდ კი დორტმუნდის მიმართულებით შეასრულებს. ქუთაისი-დორტმუნდის საჰაერო ხაზზე ავიარეისები 18 და 25 დეკმბერს და ასევე, 8 იანვარს შესრულდება.

პანდემიის დაწყების შემდეგ ქუთაისსა და დორტმუნდს შორის, ისევე როგორც სხვა ბევრ მიმართულებაზე, ავიამიმოსვლა შეწყდა. 18 დეკემბერს კი ორ ქალაქს შორის ფრენები ისევ განახლდება.

ჯერჯერობით მხოლოდ ეს თარიღებია ცნობილი. გაგრძელდება თუ არა 8 იანვრის შემდეგ ქუთაისსა და დორტმუნდს შორის ავიარეისების შესრულება ჯერჯერობით უცნობია.

მოიწონეთ ჩვენი გვერდი Avia.ge-იაფი ავიაბილეთები და თვალი ადევნეთ ავიაციაში მიმდინარე სიახლეებს.

მოგზაურობაზე დისკუსიისთვის შემოგვიერთდით ჯგუფში.

Exit mobile version