Site icon ავიაბილეთები ყველაზე იაფად

30 ივნისიდან, რუსეთში უვიზოდ შემსვლელებისთვის რეგისტრაცია სავალდებულო გახდება

რუსეთში უვიზოდ მიმოსვლის წესები

30 ივნისიდან, უცხო ქვეყნების მოქალაქეები, მათ შორის საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც რუსეთში უვიზოდ შედიან, უნდა დარეგისტრირდნენ ერთიან ციფრულ იდენტიფიკაციისა და ავთენტიფიკაციის სისტემაში. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესების სექცია. გავრცელებული მონაცემებით, აღნიშნული პროცედურა ამ ეტაპზე ნებაყოფლობითია.

დიპლომატიური წარმომადგენლობის ვებგვერდის ცნობით, საუბარია “ექსპერიმენტის მეორე ფაზაზე“, რომელიც გაგრძელდება 2026 წლის 30 ივნისამდე.

თბილისი მოსკოვი

გამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
29 ნოემბერი 202630 ნოემბერი 2026Red Wingsავიაბილეთები 685 -დან
2 დეკემბერი 20263 დეკემბერი 2026Azimuthავიაბილეთები 693 -დან
2 იანვარი 202715 იანვარი 2027Red Wingsავიაბილეთები 604 -დან
15 თებერვალი 202728 თებერვალი 2027Red Wingsავიაბილეთები 718 -დან

 

„ექსპერიმენტის პირობების მიხედვით, უვიზოდ რუსეთში ჩამსვლელმა მოქალაქეებმა მინიმუმ 72 საათით ადრე უნდა გაიარონ ციფრული რეგისტრაცია “Госуслуги RuID“-ის მობილური აპლიკაციის საშუალებით. გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში – მაგალითად, ოჯახის წევრის ავადმყოფობის ან გარდაცვალების დროს – რეგისტრაცია შესაძლებელია ბოლო ოთხ საათში“, — აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე, 30 ივნისიდან რუსეთის ყველა სასაზღვრო პუნქტზე დაიწყება ბიომეტრიული მონაცემების შეგროვება, რაც მოიცავს ფოტოსა და თითის ანაბეჭდებს.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

Exit mobile version