რომი – მარადიული ქალაქი, ადგილი სადაც მრავალსაუკუნოვანი ისტორია და თანამედროვეობა ერთიანდება. ტურისტების ერთ-ერთი საყვარელი ადგილი, ბევრ ღირსშსანიშნაობას ინახავს.
რომში მოხვედრა საქრთველოდან უკვე შეგიძლიათ wizzair -ის პრდაპირი რესით ქუთაისის აერპორტიდან, რომელიც საუკეთესო ვარიანტია თუ იაფი ავიაბილეთები თქვენი პრიორტეტებში პრველ ადგილს იკავებს.
რომი ქუთაისის ავიაბილეთები
რომში მოგზაურობისას პირველ რიგში აუცილებლად უნდა ნახოთ ქალაქის ცენტრში მდგარი, უძველესი არქეოლოგიურ ძეგლი კოლიზეუმი. ძველ რომაულ ამფითეატრში გლადიატორების ბრძოლები იმართებოდა, სწორედ ამიტომაა საინტერესო მისი არქიტექტურული მახასიათებლები. კოლიზეუმის დასათვალიერებლად ბილეთი 12 ევრო დაგიჯდებათ. სამუშაო საათები ყოველდღეა 08:30-დან 19:00 საათამდე.
ყველა ღმერთის ტაძარი – პანთეონი, რომელიც ძვ.წ მეორე საუკუნეშია აშენებული, როგორც წარმართული ტაძარი, უკვე მეხუთე საუკუნეში კი ქრისტიანული ბაზილიკის სახე მიიღო. პანთეონში ისეთი ცნობილი ადამიანების საფლავებს მოინახულებთ, როგორიცაა რაფაელი და ვიქტორ ემანუელი. სამუშაო საათები ორშაბათი-შაბათი 09:00-დან 19:30 სთ-მდეა, კვირას კი 18:00 სთ-მდე. აქ შესვლა უფასოა.
რომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზაჯვარედინი ვენეციის მოედანია, რომელიც საშოპინგოდ ყველაზე კარგი ადგილია.
ტრევის ცნობილი შადრევანი, თვით კოლიზეუმს უტოლდება მისი პოპულარობით. მოქანდაკე ბერნინის მიერ შესრულებული ძეგლები, მნახველს გაოცებაში მოჰყავს. ძნელია იპოვოთ ტურისტი, ან უბრალოდ იტალიელი, ვისაც ერთი ფოტო მაინც არ გადაუღია ამ შადრევანთან.
წმინდა პეტრეს ტაძარი, რომელიც გეოგრაფიულად ვატიკანში მდებარეობს, რელიგიურად ერთ-ერთი გამორჩეული და სიმბოლური ადგილია, ტაძარში ხელოვნების ისეთ შედევრს იხილავთ, როგორიცაა მიქელანჯელოს “პიეტა”.
ალბათ გახსოვთ კადრი ფილმიდან “რომაული არდადეგები”, სადაც ოდრი ჰეპბერნი დიდი კიბიდან ჩამორბის და მის ქვემოთ ნაყინს მიირთმევს, ეს ადგილი ესპანეთის მოედნის სახელითაა ცნობილი. მის თავზე გვირგვინად ეკლესია დგას.
რომი და იტალია განთქმულია მათი სამზარეულოთი.
დილით აუცილებლად მიირთვით ცნობილი კაპუჩინო, ახლოს კოლიზეუმთან, შუადღით Old Bridge Gelateria-ში უგემრიელესი ნაყინი შეგიძლიათ დააგემოვნოთ, საღამოს ვახშამზე კი პიცა მიირთვათ, წითელ ღვინოსთან ერთად. დაგეგმეთ მოგზაურობა რომში და დაჯავშნეთ ავიაბილეთები ონლაინ იაფად.