ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ყველაზე უსაფრთხო დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიების რეიტინგი

safest airlines

2024 წლის ფრენების ანალიზის საფუძველზე, ექსპერტებმა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიების რეიტინგი შეადგინეს. ამ ინფორმაციას AirlineRatings.com ავრცელებს.

რომელი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიები გამოირჩევიან უსაფრთხოებით? ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ადგილობრივ ავიაკომპანიად აღიარებულია Hong Kong Express. მეორე ადგილზეა ავსტრალიური Jetstar Group, ხოლო მესამე პოზიციას ირლანდიური Ryanair იკავებს. ევროპაში ცნობილი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air სიაში მეშვიდე ადგილზე მოხვდა.

2024 წლის მონაცემებით, მსოფლიოში 25 ყველაზე უსაფრთხო დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიების ჩამონათვალი გამოიყირება შემდეგნაირად:

Wizz Air ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ათენი5 აპრილი 202624 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 148 -დან
ბარსელონა25 აპრილი 202628 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 403 -დან
ბერლინი26 აპრილი 202629 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 386 -დან
ბრიუსელი25 მარტი 202629 მარტი 2026Wizz Airავიაბილეთები 389 -დან
ბრატისლავა15 აპრილი 202622 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 186 -დან
ბუდაპეშტი1 აპრილი 202620 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 236 -დან

ავიაკომპანიის უსაფრთხოება გულისხმობს იმ სტანდარტებსა და პრაქტიკას, რომელიც უზრუნველყოფს მგზავრებისა და ეკიპაჟის დაცულობას ფრენის დროს. უსაფრთხოების შეფასებისას რამდენიმე ძირითადი კრიტერიუმი განიხილება:

  1. ICAO (საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაცია) და IATA (საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაცია) სერტიფიკატები – შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან.
  2. ფლოტის ასაკი და ტექნიკური მდგომარეობა – ახალი და რეგულარულად მოვლილი თვითმფრინავები ნაკლებ რისკს წარმოადგენენ.
  3. პილოტებისა და ეკიპაჟის მომზადების დონე – რამდენად მკაცრია ავიაკომპანიის შიდა სტანდარტები და მომზადების სისტემა.
  4. უსაფრთხოების მართვის სისტემა (SMS – Safety Management System) – ავიაკომპანიის მიდგომა რისკების შეფასებისა და შემცირების მიმართულებით.
  5. ქვეყნის საავიაციო უსაფრთხოების რეიტინგი – ზოგიერთი ქვეყანა უფრო მკაცრ რეგულაციებს აწესებს ავიაკომპანიებისთვის, რაც გავლენას ახდენს საერთო უსაფრთხოებაზე.
  6. სერიოზული ინციდენტების სტატისტიკა – რამდენად იშვიათია სერიოზული ავიაინციდენტები ამ კომპანიის ისტორიაში.

როდესაც AirlineRatings.com ან სხვა ორგანიზაციები უსაფრთხო ავიაკომპანიებს აფასებენ, ისინი ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტორებს ითვალისწინებენ.

დაეგეგმეთ მოგზაურობა ყველაზე მარტივად Avia.ge-სთან ერთად! დაგვირეკეთ: 551 907 907

Exit mobile version