ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ყატარის ავიახაზები / Qatar Airways

ყატარის ავიახაზები

ყატარის ავიახაზები – კატარის სახელმწიფოს ოფიციალური ავიაკომპანიაა, რომელიც 1993 წლის 22 ნოემბერს დაარსდა. ფრენები 1994 წლის 20 იანვრიდან დაიწყო. დღეს კომპანია ხუთ კონტინენტს ემსახურება. 150-მდე მიმართულებას აკავშირებს ერთმანეთთან და ფრენას უახლესი მოდელის თვითმფრინავებით ახორციელებს. ავიაკომპანიის მთავარი ოფისი მდებარეობს ქალაქ დოჰაში.

Qatar Airways Group ფართო დასაქმების ორგანიზაციასაც წარმოადგენს, კომპანიაში დაახლოებით 31 000 მეტი ადამიანი მუშაობს. ავიაკომპანიას მრავალი ჯილდო აქვს მოპოვებული, მათ შორის Skytrax-ის მიერ ხუთ ვარსკვლავიანის წოდება.

ქართულ ვებ-გვერდზე Qatar Airways ავიაბილეთების ონლაინ შეძენის საშუალებას გაძლევთ და ამავდროულად ინფრომაციას გაწვდით ავიაბილეთების უახლესი ტარიფების შესახებ. გირჩევთ ეგზოტიკურ ადგილებს, სადაც დასვენება განსაკუთრებული იქნება.

ყატარის ავიახაზები ერთგულ მგზავრებს უკეთებს საჩუქრებს აქციების სახით. შესაძლებელია პირდაპირი ფრენები თბილისიდანაც.

Qatar Airways -ის გენერალური დირექტორის განცხადებით ავიაკომპანია ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ მგზავრებს მაქსიმალურად ფართო არჩევანი შესთავაზოს და ფრენები განახორციელოს ბევრი მიმართულებით.

კომპანია მუდმივად საქმის კურსში აყენებს მგზავრებს რეისის გადადება-დაგვიანების შესახებ.

თბილისი ყატარის ავიაბილეთები

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
5 აგვისტო 202416 აგვისტო 2024პირდაპირიQatar Airwaysავიაბილეთები 1 295 -დან
Exit mobile version