ყატარის ავიაკომპანია Qatar Airways – ი დოჰა – თბილისი – დოჰას საჰაერო ხაზზე ფრენების სიხშირეს ზრდის.
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia -ს მიხედვით, Qatar Airways – ი ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე დოჰა თბილისი დოჰას მიმართულებით კვირაში 14 სიხშირით იფრენს.
კერძოდ, ავიაკომპანია აპრილიდან 1 ივლისის ჩათვლით კვირაში 7 სიხშირით, ხოლო 1 ივლისიდან 29 ოქტომბრის ჩათვლით, დატვირთულ სეზონზე, საქართველოსა და ყატარის დედაქალაქებს შორის კვირაში 14 სიხშირით იფრენს.