ფასების ზრდა, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა სექტორში, ავიაციაშიც აღინიშნება. ექსპერტებზე დაყრდნობით Travel Weekly-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ავიაბილეთების ფასები ზრდას კვლავ განაგრძობს.
ტარიფები მაღალი მოთხოვნისა და დაბალი მიწოდების/გამტარუნარიანობის გამო იმატებს. ზრდა ასევე დაფიქსირდა ავიაგადამზიდავების საბაზო ხარჯებზეც. მიუხედავად იმისა, რომ ნავთობის ფასებმა მნიშვნელოვნად დაიწია, საოპერაციო ხარჯები წელს 8,1%-ით გაიზრდება.
დღეს საავიაციო საწვავი 2,5-ჯერ ძვირია, ვიდრე 20 წლის წინ იყო. საუდის არაბეთი, რომელიც მსოფლიოში ნავთობის უმსხვილესი მწარმოებელია, ნავთობის ფასების ბარელზე მინიმუმ 80 დოლარამდე შენარჩუნებას ისახავს მიზნად. IATA-ს შეფასებით, 2023 წელს ავიაკომპანიის ხარჯების 28%-ი საწვავზე მოდის, რაც 2022 წელთან შედარებით 30%-იანი ვარდნაა, თუმცა ეს მაინც აღემატება 2019 წლის მაჩვენებლებს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ავიაბაზარზე არსებული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air -ი კვლავ ინარჩუნებს ევროპის ულტრა-ბიუჯეტური ავიაკომპანის სტატუსს.
wizz air -ის ფრენები ქუთაისიდან
დანიშნულების ადგილი | გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|---|
ათენი | 21 თებერვალი 2025 | 26 თებერვალი 2025 | ავიაბილეთები 175 -დან | |
ბარსელონა | 4 მარტი 2025 | 11 მარტი 2025 | ავიაბილეთები 420 -დან | |
ბერლინი | 19 იანვარი 2025 | 23 იანვარი 2025 | ავიაბილეთები 296 -დან | |
ბრიუსელი | 29 ნოემბერი 2024 | 6 დეკემბერი 2024 | ავიაბილეთები 301 -დან | |
ბუდაპეშტი | 7 მარტი 2025 | 18 მარტი 2025 | ავიაბილეთები 218 -დან |
ვიზეარი ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი და ეკოლოგიურად მდგრადი ავიაკომპანიაა. ის ყოველწლიურად განაგრძობს გაფართოებას, რაც ახალი მარშრუტის დამატებაში გამოიხატება.
wizz air ge -ს ზრდა განსაკუთრებით აღსანიშნავია ქართულ ბაზარზე. ავიაკომპანია ფრენებს ქუთაისის აეროპორტი -დან ამჟამად 30-მდე მიმართულებით გვთავაზობს: უნგრეთი, პოლონეთი, ესპანეთი, კვიპროსი, საბერძნეთი, იტალია, საფრანგეთი, გერმანია, ავსტრია, ბელგია, ლიტვა, ლატვია და არაბეთის გაერთიანებული საემიროები.