ავიაბილეთები ყველაზე იაფად

პოლონეთი ქართველებისთვის 1-ლი დეკემბრიდან პირობებს ამკაცრებს

poloneti

2025 წლის 1-ელი დეკემბრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის პოლონეთში სამუშაოს დაწყების გამარტივებული პროცედურები გაუქმდება. ცვლილების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად გაავრცელა პოლონეთის ოჯახის, შრომისა და სოციალური პოლიტიკის სამინისტრომ.

სამინისტროს მიერ 25 ნოემბერს გამოცემული ბრძანების თანახმად, ამიერიდან ქართველ კანდიდატებს დასაქმების უფლების მისაღებად სრული, სტანდარტული პროცედურების გავლა მოუწევთ. ეს ნიშნავს, რომ მოკლე და მარტივი გზით დამსაქმებლის ერთეული დეკლარაციის საფუძველზე ნებართვის მიღება აღარ იქნება შესაძლებელი.

რა იცვლება და რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში?

აქამდე საქართველოს მოქალაქეებისთვის მოქმედებდა სწრაფი, გამარტივებული სქემა:
დამსაქმებელი ავსებდა სპეციალურ დეკლარაციას, ელექტრონულად აგზავნიდა სამინისტროსკენ და კანდიდატი ამ დოკუმენტზე დაყრდნობით იღებდა მუშაობის ნებართვას და შესაბამისად სამუშაო ვიზას.

1 დეკემბრიდან ეს პროცესი სრულად ჩერდება.
მომავალში განაცხადის დამტკიცებისთვის საჭირო იქნება:

ეს ნიშნავს, რომ დასაქმების პროცესი დროითაც და დოკუმენტების რაოდენობითაც გრძელი და რთული გახდება.

იაფი ფრენები ქუთაისი - დან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაბილეთების პოვნა
ლარნაკა13 მარტი 202620 მარტი 2026ავიაბილეთები 107 -დან
ფრანკფურტი22 იანვარი 202729 იანვარი 2027ავიაბილეთები 146 -დან
სალონიკი15 თებერვალი 202722 თებერვალი 2027ავიაბილეთები 156 -დან
სტამბოლი24 მარტი 202619 აპრილი 2026ავიაბილეთები 197 -დან
ბრატისლავა11 ოქტომბერი 202618 ოქტომბერი 2026ავიაბილეთები 207 -დან
ათენი12 აპრილი 202626 აპრილი 2026ავიაბილეთები 210 -დან
ვარშავა20 მარტი 20264 აპრილი 2026ავიაბილეთები 220 -დან
პოზნანი26 ნოემბერი 20263 დეკემბერი 2026ავიაბილეთები 221 -დან
ბუდაპეშტი12 მარტი 202619 მარტი 2026ავიაბილეთები 239 -დან
კატოვიცა12 მარტი 202617 მარტი 2026ავიაბილეთები 240 -დან

ვინ ინარჩუნებს გამარტივებულ წესს?

სამინისტროს განმარტებით, გამარტივებული პროცესით სარგებლობას განაგრძობენ შემდეგი ქვეყნების მოქალაქეები:

საქართველო ამ სიიდან ამოღებულია, შესაბამისად ქართველებისთვის მარტივი წვდომა სამუშაო ბაზარზე აღარ იმოქმედებს.

რა ხდება უკვე გაცემულ ნებართვებთან დაკავშირებით?

მოქალაქეები, რომლებიც ამჟამად იყენებენ გამარტივებულ წესით გაცემულ ნებართვებს, მათ გამოყენებას შეძლებენ ვადის ამოწურვამდე.
ყოველი ასეთი ნებართვის მაქსიმალური მოქმედების ვადა ორ წლამდეა.

ეს ნიშნავს, რომ უკვე დამტკიცებული უფლებები ძალაში რჩება, თუმცა მათი განახლება გამარტივებული წესით აღარ მოხდება.

რას უნდა ელოდონ მომავალი განაცხადის განმცხადებლები?

ეს ცვლილება გავლენას მოახდენს:

ახლა კანდიდატებს მოუწევთ:

Exit mobile version