თურქული ავიაკომპანია Pegasus Airlines -ი საქართველოსა და თურქეთს შორის ოპერირებას, ზამთრის სანავიგაციო სეზონზე, 27 სიხშირით გეგმავს. ავიაკომპანია თბილისი სტამბოლი , სტამბოლი თბილისი -ს საჰაერო ხაზზე კვირაში 17 სიხშირით, ხოლო ბათუმი სტამბოლი , სტამბოლი ბათუმი -ს საჰაერო ხაზზე კი კვირაში 5 სიხშირით გეგმავს რეისების შესრულებას.
რაც შეეხება თბილისი ანტალია -ს მიმართულებას და უკან, პეგასუსი კვირაში 3 სიხშირეს განიხილავს ფრენების განხორციელებას, ხოლო თბილისი ანკარა -ს საჰაერო ხაზზე კი კვირაში 2 სიხშირით.