თურქულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Pegasus -მა ბორტზე ასატანი ხელბარგის წონა შეამცირა. ამიერიდან თითოეულ ტარიფს თავისი ნორმა ექნება. თუ აქამდე ყველაზე დაბალფასიან ბილეთებზე 8 კილო ბარგის ატანის უფლება გქონდათ, ახალი წესის თანახმად, მისი წონა 3 კილოს არ უნდა აღემატებოდეს.
შესაბამისად, ბიუჯეტური სატარიფო გეგმა Light ბორტზე მხოლოდ ერთი პატარა ჩანთის ატანას ითვალისწინებს, რომლის ზომები 40x30x15 სმ-ია, ხოლო ბარგის საერთო წონა კი 3 კგ-მდე.
ავიაკომპანიის ახალი საბარგო პოლიტიკა აქტიურია როგორც შიდა ისე საერთაშორისო ფრენებზე.
ცვლილებები ძალაში უკვე შევიდა და ვრცელდება პეგასუსის ყველა საერთაშორისო ფრენაზე. მგზავრებს, რომელთაც არ ექნებათ ნაყიდი დამატებითი ბარგი და მათი ხელბარგის წონა 3 კილოს გადააჭარბებს, თანხის დამატება მოუწევთ.
კომპანიაში განმარტავენ, რომ 14 თებერვლამდე დაჯავშნილ ბილეთებზე ახალი წესი არ იმოქმედებს.
Pegasus Airlines ფრენები თბილისიდან
დანიშნულების ადგილი | გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|---|
ანტალია | 13 იანვარი 2025 | 14 იანვარი 2025 | ავიაბილეთები 237 -დან | |
სტამბოლი | 7 თებერვალი 2025 | 9 თებერვალი 2025 | ავიაბილეთები 245 -დან |
Saver, Saver plus და Comfort flex ტარიფები მოიცავს 2 ერთეულ ხელბარგს: ერთი პატარა ხელბარგს Light სტანდარტებით და ასევე ერთი სტანდარტული 55x40x20 სმ-მდე ზომის ჩანთას, რომლის წონაც 8 კგ-მდეა.
თვითმფრინავში 8 კგ-მდე წონის ხელბარგის და 20 კგ-მდე ბარგის ატანის მსურველებმა უნდა შეიძინონ Essentials სატარიფო გეგმის ავიაბილეთები. 2-ჯერ ძვირი ავიაბილეთი მგზავრს საშუალებას აძლევს, წინასწარ აირჩიონ ადგილები სალონში, ისარგებლონ ბორტზე გასართობი სისტემით და უფასო საკვებით. ფასში ასევე შედის შესაძლებლობა, რომ დააბრუნონ ავიაბილეთი უფრო ხელსაყრელი პირობებით.