ავიაბილეთები ყველაზე იაფად

Pegasus-მა ქუთაისის აეროპორტიდან ფრენები დაიწყო

kutaisi stamboli

თურქულმა ავიაკომპანია Pegasus -მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -ს მიმართულებით ოპერირება დაიწყო. ავიაკომპანიასთან ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებები საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ წარმატებით დაასრულა და ქუთაის სტამბოლი , სტამბოლო ქუთაისი-ს მიმართულებით პირდაპირი ფრენები კვირაში 3 სიხშირით განხორციელდება.

პირველი რეისი სტამბოლიდან, საბიჰა გოქჩენის აეროპორტიდან, გვიან ღამით, Boeing 737 განხორციელდა და ქუთაისის აეროპორტში 142 მგზავრი ჩამოიყვანა.

ოფიციალურ დახვედრას ქუთაისის აეროპორტში საქართველოს აეროპორტების გაერთიანების, ავიაკომპანიის, ტურისტული კომპანია GASA-ს წარმომადგენლები და DMO იმერეთის აღმასრულებელი დირექტორი მარიამ დევიძე დაესწრნენ.

ქუთაისი სტამბოლი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
23 თებერვალი 202524 თებერვალი 2025Pegasus Airlinesავიაბილეთები 635 -დან
18 მარტი 202531 მარტი 2025Pegasus Airlinesავიაბილეთები 277 -დან
17 აპრილი 202521 აპრილი 2025Pegasus Airlinesავიაბილეთები 282 -დან
13 მაისი 202515 მაისი 2025Pegasus Airlinesავიაბილეთები 294 -დან

 

,,ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის სტამბოლი ახალი მიმართულებაა, რომელიც ტრანზიტულ მგზავრებსაც მოემსახურება, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პირველივე ფრენაზე მაღალი დატვირთულობა გამოიკვეთა და იმედი გვაქვს, რომ ტენდენცია მომავალშიც შენარჩუნდება.

ქუთაისის აეროპორტმა მგზავრთნაკადის კუთხით ისტორიულ ნიშნულს მიაღწია, 2023 წელს ჩვენ მილიონი მგზავრი უკვე მივიღეთ და წლის ბოლომდე 1 700 000 -მდე მგზავრის მომსახურებას ვგეგმავთ,-‘’განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების კომერციული დეპარტამენტის უფროსმა ქეთევან მჭედლიშვილმა.

ახალ ავიაკომპანიასთან დაკავშირებით პირველ საინაუგურაციო რეისს აეროპორტში ტრადიციული წყლის ჭავლით, ე.წ. Water Salute-ით მიესალმნენ, პირველ მგზავრებს კი, ტრადიციულად სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.

შეიძინეთ ავიაბილეთები ყველაზე იაფად Pegasus -ის ფრენებზე. დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.  

Exit mobile version