ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ავიაკომპანია Pegasus-ი ქუთაისის აეროპორტიდან იწყებს ოპერირებას

ქუთაისი სტამბოლი

2023 წლის 22 დეკემბრიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -დან ოპერირებას თურქული ავიაკომპანია Pegasus Airlines -ი დაიწყებს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებების საბოლოო ეტაპი, რომელიც ჯერ კიდევ პანდემიამდე დაიწყო, ავიაკომპანიასთან წარმატებით დაასრულა.

„ერთობლივი ძალისხმევით კიდევ ერთი წარმატებული პროექტი დავასრულეთ. შედეგად, ქუთაისის აეროპორტში ავიაკომპანია Pegasus georgia სტამბოლის მიმართულებით ფრენებს დეკემბრის ბოლოდან, კვირაში 3 სიხშირით შემოგვთავაზებს”.

ქუთაისი სტამბოლი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
11 ივნისი 202614 ივნისი 2026Pegasus Airlinesავიაბილეთები 485 -დან
15 ივლისი 202618 ივლისი 2026Pegasus Airlinesავიაბილეთები 671 -დან

 

ქუთაისის აეროპორტისთვის სტამბოლი ახალი მიმართულებაა, რომელიც ასევე ტრანზიტულ მზგავრებსაც მოემსახურება, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვართ, ეს ნაბიჯი ძალიან წარმატებული იქნება და იმერეთის რეგიონის ტურისტულ და ეკონომიკურ განვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს,-” განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

ავიაკოპანია ავიაბაზარზე 1990 წლიდან გამოჩნდა და ამჟამად ფრენებს 50 ქვეყნის 130 მიმართულებაზე ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ პეგასუსი წლებია წარმატებით ოპერირებს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან.

შეიძინეთ ავიაბილეთები Pegasus -ის რეისებზე და გაემგზავრეთ სტამბოლში საუკეთესო ფასად. დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

Exit mobile version