ავიაბილეთები ყველაზე იაფად

Pegasus-ი თბილისიდან ჩარტერულ რეისებს შეასრულებს

პეგასუსის ჩარტერები

პანდემიის გამო საქართველოსა და თურქეთს შორის საჰაერო მიმოსვლა შეწყდა და ფრენები ქვეყნებს შორის ჯერ კიდევ არ აღდგენილა. თუმცა, როგორც ცნობილი გახდა, Pegasus Airlines-ი თბილისსა და სტამბოლს შორის ჩარტერულ ავიარეისებს განახორციელებს.

ჩარტერული ავიარეისები სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე 16 და 23 აგვისტოს შესრულდება. ავიარეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სტამბოლის საბიჰა გოქჩენის აეროპორტში შესრულდება. აღსანიშნავია, რომ ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც თბილისი-სტამბოლის მიმართულებით, ასევე სტამბოლში ტრანზიტით თურქეთის და ევროპის ქალაქებში.

თბილისი სტამბოლი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
30 მარტი 202631 მარტი 2026AJetავიაბილეთები 550 -დან
3 აპრილი 202614 აპრილი 2026AJetავიაბილეთები 300 -დან
13 მაისი 202614 მაისი 2026AJetავიაბილეთები 338 -დან
3 ივნისი 202611 ივნისი 2026AJetავიაბილეთები 472 -დან

სტამბოლი თბილისი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
30 მარტი 202631 მარტი 2026Pegasus Airlinesავიაბილეთები 469 -დან
9 აპრილი 202614 აპრილი 2026AJetავიაბილეთები 310 -დან
18 მაისი 202624 მაისი 2026Pegasus Airlinesავიაბილეთები 356 -დან
3 ივნისი 20266 ივნისი 2026Pegasus Airlinesავიაბილეთები 507 -დან

რაც შეეხება საზღვრის კვეთის პირობებს, თურქეთში გამგზავრებას შეძლებენ მხოლოდ ის პირები, რომლებსაც თურქეთის სამუშაო მოწვევა აქვთ.

ევროპაში გამგზავრების მსურველთათვის კი, Pegasus-ის ჩარტერული რეისებით სარგებლობა შესაძლებელია ტურისტული მიზნით გერმანიის რამდენიმე ქალაქში, თუ სტამბოლს ტრანზიტად გამოიყენებთ. ეს ქალაქებია: ბერლინი, დუსელდორფი, მიუნხენი, შტუტგარდი, კიოლნი, ფრანკფურტი და ჰამბურგი.
ავიაბილეთები უკვე გაყიდვაშია და შესაძენად avia.ge– ის ვებგვერდი ან აპლიკაცია შეგიძლიათ გამოიყენოთ.

Exit mobile version