ავიაბილეთები ყველაზე იაფად

პეგასუსი ავიაკომპანია, პეგასუსის ავიაბილეთები

პეგასუსი ავიახაზები

პეგასუსი თურქული წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომლის მთავარი ოფისი სტამბოლში მდებარეობს. ავიაკომპანია 1991 წლის 12 იანვარს დაარსდა და ოპერირება თავდაპირველად შიდა ფრენებით დაიწყო, თუმცა მალე ქვეყანაში მოქმედ ავიაკომპანიებს შორის ლიდერობა მოიპოვა.

Pegasus Airlines -მა გააფართოვა ფრენების ქსელი და უკვე მრავალი წელია რეგულარულ და ჩარტერულ რეისებს ახორციელებს როგორც შიდა, ისე საერთაშორსო მიმართულებებზე, რომელიც მოიცავს ახლო აღმოსავლეთის, ევროპის, აზიისა და აფრიკის აეროპორტებს.

მისი ფლოტი სულ 91 თვითმფრინავისგან შედგება. თავდაპირველად ავიაკომპანია მხოლოდ 6 შიდა ლოკაციაზე დაფრინავდა, ამჟამად კი 90-მდე საერთაშორისო და 40-მდე შიდა ფრენას ახორციელებს, რომელიც ჯამში 47 ქვეყანას მოიცავს.

პეგასუსის ავიაბილეთები ბიუჯეტური ფასებით გამოირჩევა, რაც განაპირობებს მის პოპულარობას მოგზაურებში.

კომპანიის მთავარ მიზანს წარმოადგენს მგზავრებისთვის ავიაბილეთებზე დაბალი ფასების შეთავაზება, მათთვის კომფორტის შექმნა, ხარისხის მაჩვენებლის მუდმივი ზრდა და ფრენის სიხშირის გაზრდა მოკლე და საშუალო დიაპაზონის მარშრუტებზე. პეგასუსის ავიახაზები განვითარებისთვის იყენებს უახლეს ტექნოლოგიებს და მუდმივად ცდილობს უპასუხოს ახალ-ახალ გამოწვევებს.

სტუმრებისთვის სასიამოვნო მოგზაურობის, ეკონომიკური, უსაფრთხო და პუნქტუალური მოგზაურობის შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად, პეგასუსი მგზავრებს მნიშვნელოვან ახალ სერვისებს სთავაზობს. ამასთანავე, იგი ფართოვდება და 2021 წლიდან უზარმაზარ ოჯახად გადაიქცა, რომელიც დაახლოებით 6000 წევრისგან შედგება.

პეგასუსი ავიაკომპანია, რომელიც მიზნად ისახავს სტუმრების მომსახურებას ახალი თვითმფრინავებით, ჯამში 91 თვითმფრინავის ფლოტისგან შედგება, რომელთაგან 35 A320-neo და 5 A321-neo -ა.

აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია პეგასუსი დაარსებიდან მოყოლებული დღემდე არაერთი ჯოლდოს მფლობელი გამხდარა. 2011 წელს ავიაკომპანია ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად კომპანიად აღიარეს, ამის შესახებ კომპანიის გენერალური დირექტორი სერტაკ ჰაიბატი აღნიშნავს.

გარდა ამისა, პეგასუსი „საერთაშორისო საჰაერო სატრანსპორტო ასოციაციის“ (IATA) წევრია. ეს ნიშნავს, რომ ავიაკომპანია ვალდებულია, დაიცვას სპეციალური, საგანგებოდ შემუშავებული წესები. შედეგად, მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილება აბსოლუტურად გარანტირებულია.

პეგასუსი ზრუნავს იმ დეტალებზე, რომლებიც აადვილებს მოგზაურობას: ავიაბილეთების ონლაინ დაჯავშნა, რეგისტრაცია, სასურველი საკვებისა და სასმლის ფრენამდე შეკვეთა, დამატებითი ბარგი უფრო იაფი ტარიფით, ადგილების შერჩევა, მანქანის დაქირავება და ყველა სხვა არჩევა, რომელიც შეიძლება საჭირო იყოს ფრენის დაჯავშნის პერიოდში, უზრუნველყოფილი იქნება ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე სტუმრობისას.

პეგასუსის ავიაბილეთები საქართველოს სამივე აეროპორტიდან – თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებიდან არის ხელმისაწვდომი.

თბილისის აეროპორტიდან პეგასუსის პირდაპირი ფრენები ხორციელდება ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა ანკარა და ანტალია, ხოლო ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებიდან კი სტამბოლის მიმართულებით.

ტრანზიტულ რეისებს ავიაკომპანია საბიჰა გოგჩენის საერთაშორისო აეროპორტის გავლით ასრულებს, საიდანაც შესაძლებელია ევროპისა და აზიის 40-ზე მეტ ქვეყანაში გამგზავრება.

თბილისი სტამბული

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
27 მაისი 202631 მაისი 2026პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 489 -დან
13 ივნისი 202613 ივნისი 2026პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 533 -დან
3 ოქტომბერი 20267 ოქტომბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 457 -დან
22 ნოემბერი 202627 ნოემბერი 2026პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 430 -დან

ჩვენს მეზობლად მდებარე თურქეთი, ულამაზესი ქვეყანაა, სადაც ტურისტები მსოფლიოს ყველა კუთხიდან მიემართებიან რომ მოინახულონ ეს მრავალფეროვანი ადგილი, რომელიც გამოირჩევა უამრავი ღირსშესანიშნაობით, ულამაზესი არქიტექტურით, შთამბეჭდავი მეჩეთებით, ისტორიით, კულტურითა და კერძებით.

თუ გეგმავთ ისარგებლოთ აღნიშნული ავიაკომპანიის მომსახურებით, გაეცანით ავიაბილეთების გაუქმებისა და ბარგის პოლიტიკას:

პეგასუსის ავიახაზები ახორციელებს 24 საათიანი გაუქმების პოლიტიკას, რომლის მიხედვით, მგზავრებს საშუალება ეძლევათ გააუქმონ ავიაბილეთი შეძენიდან 24 საათის განმავლობაში. ამ შემთხვევაში ავიაკომპანია აბრუნებს ბილეთის ღირებულების სრულ თანხას, თუმცა შეძენა განხორციელებული უნდა იყოს გამგზავრებამდე მინიმუმ ერთი კვირით ადრე.

რაც შეეხება ბარგს, პეგასუსის მგზავრებისთვის 1 ხელბარგი უფასოა, თუმცა მისი ზომა არ უნდა აღემატებოდეს 55x45x20 სმ-ს და 8 კგ-ს.

საერთაშორისო ფრენებისთვის Essentials, Business Flex და Advantage ტიპის ბილეთები მოიცავს ერთ 20 კგ-მდე ბარგს.

Avia.ge დაგეხმარებათ პეგასუსის ავიაბილეთების ონლაინ შეძენა -ში და მოგაწვდით ყველა საჭირო ინფორმაციას ფრენასთან დაკავშირებით. 

ავიაბილეთების შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907 

Exit mobile version