ავიაბილეთები ყველაზე იაფად

პეგასუსი ავიაკომპანია / Pegasus Georgia

პეგასუსი ავიახაზები

Pegasus Airlines -ი თურქული წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომლის მთავარი ოფისი სტამბოლში მდებარეობს. ავიაკომპანია 1991 წლის 12 იანვარს დაარსდა და ოპერირება თავდაპირველად შიდა ფრენებით დაიწყო, თუმცა მალე ქვეყანაში მოქმედ ავიაკომპანიებს შორის ლიდერობა მოიპოვა.

Pegasus georgia -მ გააფართოვა ფრენების ქსელი და უკვე მრავალი წელია რეგულარულ და ჩარტერულ რეისებს ახორციელებს როგორც შიდა, ისე საერთაშორსო მიმართულებებზე, რომელიც მოიცავს ახლო აღმოსავლეთის, ევროპის, აზიისა და აფრიკის აეროპორტებს.

მისი ფლოტი სულ 91 თვითმფრინავისგან შედგება. თავდაპირველად ავიაკომპანია მხოლოდ 6 შიდა ლოკაციაზე დაფრინავდა, ამჟამად კი 90-მდე საერთაშორისო და 40-მდე შიდა ფრენას ახორციელებს, რომელიც ჯამში 47 ქვეყანას მოიცავს.

კომპანიის მთავარ მიზანს წარმოადგენს მგზავრებისთვის ავიაბილეთებზე დაბალი ფასების შეთავაზება, მათთვის კომფორტის შექმნა, ხარისხის მაჩვენებლის მუდმივი ზრდა და ფრენის სიხშირის გაზრდა მოკლე და საშუალო დიაპაზონის მარშრუტებზე. Pegasus ge განვითარებისთვის იყენებს უახლეს ტექნოლოგიებს და მუდმივად ცდილობს უპასუხოს ახალ-ახალ გამოწვევებს.

სტუმრებისთვის სასიამოვნო მოგზაურობის, ეკონომიკური, უსაფრთხო და პუნქტუალური მოგზაურობის შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად, პეგასუსი მგზავრებს მნიშვნელოვან ახალ სერვისებს სთავაზობს. ამასთანავე იგი ფართოვდება და 2021 წლიდან უზარმაზარ ოჯახად გადაიქცა, რომელიც დაახლოებით 6000 წევრისგან შედგება.

Pegasus-ი, რომელიც მიზნად ისახავს სტუმრების მომსახურებას ახალი თვითმფრინავებით, ჯამში 91 თვითმფრინავის ფლოტისგან შედგება, რომელთაგან 35 A320-neo და 5 A321-neo -ა.

აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია Pegasus Airlines -ი დაარსებიდან მოყოლებული დღემდე არაერთი ჯოლდოს მფლობელი გამხდარა. 2011 წელს ავიაკომპანია ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად კომპანიად აღიარეს, ამის შესახებ კომპანიის გენერალური დირექტორი სერტაკ ჰაიბატი აღნიშნავს.

გარდა ამისა, პეგასუსი „საერთაშორისო საჰაერო სატრანსპორტო ასოციაციის“ (IATA) წევრია. ეს ნიშნავს, რომ ავიაკომპანია ვალდებულია, დაიცვას სპეციალური, საგანგებოდ შემუშავებული წესები. შედეგად, მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილება აბსოლუტურად გარანტირებულია.

პეგასუსი ზრუნავს იმ დეტალებზე, რომლებიც აადვილებს მოგზაურობას. ავიაბილეთების ონლაინ დაჯავშნა, რეგისტრაცია, სასურველი საკვებისა და სასმლის ფრენამდე შეკვეთა, დამატებითი ბარგი უფრო იაფი ტარიფით, ადგილების შერჩევა, მანქანის დაქირავება და ყველა სხვა არჩევა, რომელიც შეიძლება საჭირო იყოს ფრენის დაჯავშნის პერიოდში, უზრუნველყოფილი იქნება ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე სტუმრობისას.

Pegasusu Airlines -ი საქართველოს ორი აეროპორტიდან – თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ახორციელებს რეისებს.

თბილისის აეროპორტიდან პეგასუსის პირდაპირი ფრენები ხორციელდება ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა ანკარა და ანტალია, ხოლო ბათუმის აეროპორტიდან კი სტამბოლის მიმართულებით.

ტრანზიტულ რეისებს ავიაკომპანია საბიჰა გოგჩენის საერთაშორისო აეროპორტის გავლით ასრულებს, საიდანაც შესაძლებელია ევროპისა და აზიის 40-ზე მეტ ქვეყანაში გამგზავრება.

თბილისი სტამბული

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
24 ნოემბერი 20244 დეკემბერი 2024პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 253 -დან
23 იანვარი 202526 იანვარი 2025პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 267 -დან
13 თებერვალი 202516 თებერვალი 2025პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 267 -დან
13 მარტი 202525 მარტი 2025პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 267 -დან
14 მაისი 20254 ივნისი 2025პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 433 -დან
21 ივლისი 202524 ივლისი 2025პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 432 -დან
1 აგვისტო 202510 აგვისტო 2025პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 430 -დან
18 სექტემბერი 202528 სექტემბერი 2025პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 465 -დან
23 ოქტომბერი 202527 ოქტომბერი 20253 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 491 -დან

ჩვენს მეზობლად მდებარე თურქეთი, ულამაზესი ქვეყანაა, სადაც ტურისტები მსოფლიოს ყველა კუთხიდან მიემართებიან რომ მოინახულონ ეს მრავალფეროვანი ადგილი, რომელიც გამოირჩევა უამრავი ღირსშესანიშნაობით, ულამაზესი არქიტექტურით, შთამბეჭდავი მეჩეთებით, ისტორიით, კულტურითა და კერძებით.

თუ გეგმავთ ისარგებლოთ აღნიშნული ავიაკომპანიის მომსახურებით, გაეცანით ავიაბილეთების გაუქმებისა და ბარგის პოლიტიკას:

Pegasus Airlines-ი ახორციელებს 24 საათიანი გაუქმების პოლიტიკას, რომლის მიხედვით, მგზავრებს საშუალება ეძლევათ გააუქმონ ავიაბილეთი შეძენიდან 24 საათის განმავლობაში. ამ შემთხვევაში ავიაკომპანია აბრუნებს ბილეთის ღირებულების სრულ თანხას, თუმცა შეძენა განხორციელებული უნდა იყოს გამგზავრებამდე მინიმუმ ერთი კვირით ადრე.

რაც შეეხება ბარგს, პეგასუსის მგზავრებისთვის 1 ხელბარგი უფასოა, თუმცა მისი ზომა არ უნდა აღემატებოდეს 55x45x20 სმ-ს და 8 კგ-ს.

საერთაშორისო ფრენებისთვის Essentials, Business Flex და Advantage ტიპის ბილეთები მოიცავს ერთ 20 კგ-მდე ბარგს.

Avia.ge დაგეხმარებათ პეგასუსის ავიაბილეთების ონლაინ შეძენა -ში და მოგაწვდით ყველა საჭირო ინფორმაციას ფრენასთან დაკავშირებით. 

ავიაბილეთების შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907 

Exit mobile version