ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ბათუმი რეშტის მიმართულებით ფრენებს Pars Air-ი იწყებს

ბათუმი-რეშტი-ბათუმის

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანიის TAV Georgia-ს ინფორმაციით, ბათუმის საერთაშრისო აეროპორტში ახალი ავიაკომპანია შემოდის.

ირანული ავიაკომპანია Pars Air-ი 28 აგვისტოდან ბათუმის მიმართულებით იწყებს ფრენებს.

TAV Georgia-ში აცხადებენ, რომ ავიაკომპანია პირდაპირ რეისებს ბათუმი რეშტი რეშტი ბათუმი -ს საჰაერო ხაზზე კვირაში ერთი სიხშირით CRJ 200 ტიპის საჰაერო ხომალდით შეასრულებს. რეისები შეთანხმებული გრაფიკის თანახმად, ყოველ კვირა დღეს 25 სექტემბრამდე განხორციელდება.

Exit mobile version