ავიაბილეთები ყველაზე იაფად

თბილისიდან ჩარტერული ფრენები დაინიშნა პარიზის, ათენის, რომის და ვარშავას მიმართულებით

ახალი ჩარტერები ოქტომბერში

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ახალი ჩარტერული რეისები დაინიშნა. ოქტომბრის ავიარეისების განრიგს კიდევ ოთხი რეისი დაემატა: პარიზი, ათენი, რომი, ვარშავა.

პარიზი

თბილისი-პარიზი-თბილისის ჩარტერული ფრენა ავიაკომპანია Georgian Airways-მა დანიშნა. რეისი 20 ოქტომბერს შესრულდება. გაფრენა თბილისის აეროპორტიდან 08:15 საათზე იქნება, პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტში ჩაფრენა კი 11:15 საათზე პარიზის დროით.

ათენი

თბილისიდან ათენის მიმართულებით ფრენა 23 ოქტომბერს შესრულდება. ჩარტერულ რეისს Myway Airlines-ი შეასრულებს. გამგზავრება თბილისიდან 07:00 საათზე იქნება, ათენში ჩაფრენა კი 09:00 საათზე საბერძნეთის დროით.

რომი

თბილისი-რომის საჰაერო ხაზზე ჩარტერულ ფრენას ისევ ავიაკომპანია Myway Airlines-ი შეასრულებს. თბილისიდან გაფრენა 25 ოქტომბერს 07:00 საათზე იქნება, რომში ჩაფრენა კი 09:15 საათზე იტალიის დროით.

ვარშავა

თბილისი-ვარშავის ჩარტერული ფრენების განრიგს კიდევ ორი რეისი დაემატა. 28 ოქტომბერს ავაირეისს ავიაკომპანია LOT-ი შეასრულებს. შემდეგი რეისის შესრულებას კი Myway Airlines-ი გეგმავს 30 ოქტომბერს.

28 ოქტომბრის ფრენა დადასტურებულია და ავიაბილეთებიც უკვე გაყიდვაშია. ხოლო 30 ოქტომბრის რეისს ჯერჯერობით საბოლოო დადასტურება არ აქვს, ამიტომ ამ ეტაპზე მხოლოდ წინასწარ დაჯავშნაა შესაძლებელი.

ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერი ✈️

Exit mobile version