საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება დაიწყო AUSTRIAN AIRLINES -მა. ავსტრიის ლიდერმა ავიაკომპანიამ ვენიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტი –ს მიმართულებით პირველი პირდაპირი ფრენა გამთენიისას, სავსე ბორტით განახორციელა და საქართველოში 136 მგზავრი ჩამოიყვანა.
ახალი ევროპული ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ ფრენებს ვენა თბილისი თბილისი ვენა ს საჰაერო ხაზზე კვირაში 3 სიხშირით შემოგვთავაზებს. რეისები Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ავსტრიის ავიახაზებთან 2 წლიანი მოლაპარაკების პროცესი წარმატებით დაასრულა. ვენა არის ერთ-ერთი მოთხოვნადი მიმართულება, როგორც ტურისტული, ასევე საქმიანი ვიზიტებისთვის.
თბილისი ვენა
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
22 დეკემბერი 2024 | 26 დეკემბერი 2024 | ავიაბილეთები 1 370 -დან | |
11 იანვარი 2025 | 12 იანვარი 2025 | ავიაბილეთები 1 594 -დან | |
10 მარტი 2025 | 23 მარტი 2025 | ავიაბილეთები 1 389 -დან |
თბილისი ვენა -ს საჰაერო ხაზზე პირდაპირ ავიამიმოსვლას ასევე ქართული ავიაკომპანია Georgian Airways -იც გვთავაზობს, რომელიც რეისებს კვირაში 3 სიხშირით ასრულებს.
Austrian Airlines 1957 წელს დაფუძნდა. ის Lufthansa Group-ის შვილობილი და Star Alliance-ის წევრი ავიაკომპანია, რომელიც ფრენებს ამ დროისათვის 55 ქვეყნის 130 მიმართულებით ასრულებს. მისი ფლოტი 70 საჰაერო ხომალდისგან შედგება, რომელთა უმეტესობა Airbus A320 ტიპის თვითმფრინავებია.