ავიაბილეთები ყველაზე იაფად

მაივეი ავიახაზები / Myway Airlines

მაივეი

ქართულ საავიაციო ბაზარზე 2018 წლის გაზაფხულიდან ოპერირება ახალმა ავიაკომპანიამ Myway Airlines-მა დაიწყო. კომერციული დირექტორი იგორ აფციაურია. პირველი ჩარტერული რეისი თბილისი-თეირანის მიმართულებით განხორციელდა, სამომავლოდ ათამდე რეგულარული რეისი იგეგმება.

ავიაკომპანია ქართული საფრენოსნო და ტექნიკური კადრებით არის დაკომპლექტებული. ამჟამად დასაქმებულია ასამდე ადამიანი, ხოლო წლის ბოლომდე 250 თანამშრომლის დამატება იგეგმება. ამ ეტაპზე სამ წლიანი გეგმაა გაწერილი, რომლის მიხედვით კომპანიის თანამშრომლები 1500-მდე უნდა გაიზარდოს, რაც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას ხელს შეუწყობს.

რეისები სრულდება Boeing B737-800-ის ტიპის ავიახომალდებით. Myway-ის ბაზირების ადგილი საქართველოშია.

ამ ეტაპზე რეისები სრულდება:

ქართულ საავიაციო ბაზარზე ყველაზე ახალგაზრდა კომპანია უზრუნველყოფს კომფორტულსა და უსაფრთხო მგზავრობას. მომხმარებელს საშუალება აქვს შეიძინოს ავიაბილეთები მისაღებ ფასებში. Myway ტურისტული კომპანიებთანაც, დაიწყებს თანამშრომლობას.

კომპანიის სათაო ოფისი მდებარეობს თბილისში, პუშკინის ქუჩა ნომერ 13-ში.

Exit mobile version