ქართული ავიაკომპანია Myway Airlines-ი რეგუალური ფრენების აღსადგენად ემზადება. როგორც ცნობილი გახდა, ავიაკომპანია რეგულარული რეისების შესრულებას თელ ავივისა და ერევნის მიმართულებით გეგმავს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას ოპერირების ნებართვა მიმდინარე წლის 20 აპრილს მიენიჭა.
გთავაზობთ განრიგს, რომლის მიხედვითაც ავიაკომპანია Myway Airlines-ი თელ ავივისა და ერევნის მიმართულებით შეასრულებს ფრენებს:
თელ ავივი – თბილისი – თელ ავივი
- ავიაკომპანია თელ ავივი-თბილისი-თელ ავივის საჰაერო ხაზზე ფრენების შესრულებას 2 ივნისიდან 28 ოქტომბრამდე გეგმავს.
- ავიარეისები კვირაში 5 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს და კვირას.
ერევანი – თბილისი – ერევანი
- ერევანსა და თბილისს შორის საჰაერო მიმოსვლა 15 მაისიდან დაიწყება და 30 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ავიარეისები ყოველდღიურად შესრულდება.