ავიაბილეთები ყველაზე იაფად

5 ქალაქი, რომელიც პოლონეთში უნდა მოინახულოთ

polonetshi-sanaxavi-qalaqebi

პოლონეთი მდიდარია განსაცვიფრებელი შუა საუკუნეების არქიტექტურით, ციხე-სიმაგრეებითა და სასახლეებით ქვეყნის ყველა კუთხეში. ჯადოსნური ძველი ქალაქები თავისი მოკირწყლული ქუჩებით და ულამაზესი არქიტექტურით, კომუნისტური ეპოქის შენობებისა და მშვენიერი გოთური ეკლესიებით, ასევე ვრცელი ეროვნული პარკებით, მთებითა და ტბებით, ერთი შეხედვით დაუსრულებელი ბილიკებით, რომლებიც ულამაზესი ბუნების შესასწავლად გიხმობენ, ნამდვილად ღირს მოსანახულებლად.

ამ სტატიაში შემოგთავაზებთ პოლონეთში მოსანახულებელ ყველაზე პოპულარულ ქალაქებს. რათა დაგეხმაროთ ზუსტი გადაწყვეტილების მიღებაში, თუ სად გსურთ გაატაროთ დაუვიწყარი დრო მეგობრებთან თუ ოჯახთან ერთად.

თუ გეგმავთ პოლონეთში გამგზავრებას, შესაძლოა პოლონეთის სამუშაო მოწვევა თქვენთვის ხელსაყრელ საბუთს წარმოადგენდეს, რომელიც დაგეხმარებათ მარტივად და გარანტირებულად გადაკვეთოთ ქვეყნის საზღვარი. აღნიშნული დოკუმენტის დამზადებას მხოლოდ 5-7 სამუშაო დღე სჭირდება. დეტალური ინფრმაციისთვის დაგვიკავშირდით: 551 907 907

Avia.ge ასევე გაგიწევთ შესაბამის მომსახურებას, რათა მარტივად მიიღოთ პოლონეთის ვიზა 

1. კრაკოვი

krakovi

კრაკოვი საოცარი ქალაქია, რომელიც უამრავ სანაობას გვთავაზობს. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ მოინახულოთ ვაველის ციხე, ბაზრის მოედანი, კრაკოვის ძველი ქალაქი, წმინდა მარიამის ბაზილიკა, ოსკარ შინდლერის მინანქრის ქარხანა, ეროვნული მუზეუმი და სხვ. კრაკოვის ძველი ქალაქი ძალიან ლამაზი და შთამბეჭდავია და საკმაოდ ადვილია ფეხით გადაადგილებაც.

პოლონეთის კულტურული დედაქალაქი ადგილია, სადაც შეგიძლიათ იგრძნოთ “ჭეშმარიტი” პოლონეთის ატმოსფერო.

2. ვარშავა

varshava

მეორე მსოფლიო ომის დროს თითქმის მთლიანად დანგრეულმა ვარშავამ მტკივნეულად აღადგინა თავისი ყოფილი დიდება. თქვენ აქ შეგიძლიათ სხვადასხვა არქიტექტურული სტილის, გოთური ეკლესიების, ფანტასტიკური მუზეუმებისა და თანამედროვე შენობების ნაზავი ნახოთ კომუნისტური ეპოქის ნაცრისფერ ბეტონის ნაგებობებს შორის.

ქვეყნის დედაქალაქი მხიარული და საინტერესო ადგილია ვიზიტისთვის. გამოირჩევა, რამდენიმე მშვენიერი პარკით და მრავალფეროვანი უბნებით, იაფი რესტორნებით, ბარებითა და კლუბების სიმრავლით, როგორც ვიზიტორებისთვის, ასევე ადგილობრივებისთვის.

3. გდანსკი

gdanski

პოლონეთის ნებისმიერი სხვა ქალაქისგან განსხვავებით, გდანსკის მღელვარე ისტორიამ გამოიწვია უნიკალური იდენტობა და სახე. დიდი პორტის გამო, აქ ვაჭრობისთვის მოსულმა მდიდარმა ვაჭრებმა თავიანთი კვალი დატოვეს. შესაბამისად, ეს ქალაქი, ბევრი მრავალფეროვანი არქიტექტურული სტილით გამოირჩევა, რომელიც მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდგომი რეკონსტრუქცია დაემატა.

ქალაქის მოკირწყლული ქუჩები დატვირთულია ძველი ეკლესიებითა და ელეგანტური შენობებით, საინტერესო მუზეუმებით, გვერდიგვერდ მაღაზიებით, რესტორნებითა და კაფე-ბარებით.

4. ვროცლავი 

vroclavi

ვროცლავის მომხიბვლელი ქალაქია თავისი უნიკალური სახითა და კულტურით. ავსტრიამ, ბოჰემიამ და პრუსიამ ნამდვილად მოახდინეს გავლენა ქალაქის განვითარებაზე. მდინარე ოდრაზე მდებარე ქალაქს უამრავი ხიდი და მშვენიერი მდინარისპირა პარკი ამშვენებს, რაც მას თვალწარმტაც ადგილად აქცევს.

ქვეყნის სიდიდით მეოთხე ქალაქი გამოირჩევა ცოცხალი ხელოვნებისა და კულტურის მაგალითებით, სადაც მთელი წლის განმავლობაში მრავალი ფესტივალი და ღონისძიება იმართება.

5. პოზნანი

poznani

ენერგიითა და ახალგაზრდული განწყობით სავსე პოზნანი კარგი არჩევანია დასასვენებლად. ვიელკოპოლსკის დედაქალაქს, მის ძველ ქალაქს აქვს უამრავი შესანიშნავი ისტორიული ადგილი და რამდენიმე ფანტასტიკური მუზეუმი, რომელიც უნდა მოინახულოთ. ქალაქის რესტორნები, ბარები და კლუბები სავსეა სიცოცხლით.

თუ გსურთ შეიძინოთ იაფი ავიაბილეთები პოლონეთის მიმართულებით, დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

Exit mobile version