ავიაბილეთები ყველაზე იაფად

5 ქალაქი, რომელიც ნორვეგიაში უნდა მოინახულოთ

ორვეგიის საუკეთესო ქალაქები

ნორვეგია , ვიკინგების სახლი, მართლაც ისეთივე ჯადოსნური და ლამაზია, როგორც წარმოგიდგენიათ! ამ სკანდინავიური ქვეყანაში ბევრი შთამბეჭდავი ადგილია მოსანახულებლად, რომელსაც ყველა მოგზაური უნდა ეწვიოს. ცხადია, ნორვეგიას წარმოუდგენელად მრავალფეროვანია, რომელიც სცდება მის ლამაზ პეიზაჟებს – მისი კულტურა ისეთივე საინტერესო და ლამაზია, როგორიც ბუნება.

მისი დიდებული მთებიდან და ცნობილი ფიორდებიდან ( ვიწრო ყურე, რომელიც ზღვის მთიან სანაპიროზე გვხვდება. წარმოქმნილია მყინვარების მოქმედების შედეგად) დაწყებული მის სანახაობრივ კუნძულებამდე, ნორვეგია უბრალოდ ერთ-ერთი ულამაზესი ქვეყანაა მსოფლიოში!

ჩრდილოეთში მცხოვრები სამი ხალხიდან დაწყებული მათი ისტორიული კულტურული ტრადიციებით დამთავრებული ოსლოს კოსმოპოლიტურ კულტურამდე, ნორვეგიის კულტურა მიმზიდველია მსოფლიოს მოგზაურთათვის ყველა კუთხიდან.

დაგეგმეთ თქვენი მოგზაურობა ამ ულამაზეს სამოგზაურო დანიშნულების ადგილზე. აქ მოცემულია ნორვეგიის საუკეთესო ქალაქების სია, რომლებსაც აუცილებლად უნდა ეწვიოთ.

1. ოსლო

ოსლო

მწვანე ბორცვებითა და მთებით გარშემორტყმული ნორვეგიის დედაქალაქი ოსლო გამოირჩევა ტბებისა და კუნძულების სიმრავლით. მრავალი მწვანე სივრცისა და ტყეების გამო, ოსლოში არის რამდენიმე სალაშქრო და საველოსიპედო ადგილიც. მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქის უმეტესი ნაწილი ახლა კრეატიული და თანამედროვე არქიტექტურის სახლია, ძველი ხის შენობები მაინც გვხვდება აქა-იქ.

ქალაქი გამოირჩევა შესანიშნავი მუზეუმებითა და ხელოვნების გალერეებით; ვიკინგების გემის მუზეუმი განსაკუთრებით საინტერესო ადგილია სანახავად. ოსლოს სხვა ღირსშსანიშნაობები მოიცავს მუნკის მუზეუმს, რომელშიც წარმოდგენილია „კივილი“ და ედვარდ მუნკის სხვა ნამუშევრები, გარე მუზეუმი, რომელიც მოიცავს 150-ზე მეტ ისტორიულ ნაგებობას, მათ შორის Stave Church-ს.

2. ალესუნდი

ალესუნდი

ნორვეგიის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ალესაუნდი ჩრდილო-დასავლეთის საკულტო ფიორდებისა და მიმდებარე ალპური მთებისკენ მიმავალი კარიბჭეა. ქალაქს ეს შთამბეჭდავი იერსახე 1904 წლეს გაჩენილი ხანძრის შემდეგ რეკონსტრუქციის შედეგად მიენიჭა. ქალაქი ქვითა და აგურით აღადგინეს იმ დროის არქიტექტურულ სტილში, რომელიც დღეისათვის შესანიშნავი მაგალითია ჩრდილოეთ ევროპის არტ ნუვოს ვერსიისა.

კარგი იქნება თუ შეძლებთ და აივლით 400 საფეხურიან კიბეს მთა ფჯელსტუამდე (Fjellstua) საიდანაც განსაცვიფრებელი ხედი იშლება ალესუნდსა და მიმდებარე კუნძულებზე.

3. სტავანგერი 

სტავანგერი

ნორვეგიის სიდიდით მეოთხე ქალაქი, სტავანგერი მდებარეობს მის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი და მისი გარეუბნები უფრო და უფრო ფართოვდება, სტავანგერი ვიკინგების დროიდან მნიშვნელოვანი ცენტრი იყო. Gamle Stavanger-ის რაიონი მნახველებს მე-18 საუკუნის სკანდინავიაში აბრუნებს.

ქალაქის თვალწარმტაცი სანაპიროზე თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ბევრი ლამაზი ხის ნაგებობა. აქ ასევე შეგიძლიათ იპოვოთ მრავალსაუკუნოვანი სტავანგერის ტაძარი და რამდენიმე მუზეუმი ყველაფრის შესახებ, ხელოვნებისა და არქეოლოგიიდან დაწყებული ქალაქის საზღვაო წარსულით დამთავრებული.

ბოლო წლების განმავლობაში, სტავანგერი გახდა პოპულარული პორტი საკრუიზო გემებისთვის. ზაფხულში მისი ბარები და რესტორნები სავსეა დამსვენებლებით. ქალაქის მიმდებარე რეგიონი ასევე შესანიშნავია მოსანახულებლად, ფანტასტიკური ლაშქრობით, ცოცვით და სერფინგით ახლომდებარე პლაჟებსა და მთებში.

4. ლოფოტენის კუნძულები

ნორვეგიის ჩრდილო-დასავლეთის სანაპირო ზოლთან ახლოს, ლოფოტენის კუნძულები განთქმულია თავისი გამორჩეული პეიზაჟებით, სადაც მისი უხეში მთები შთამბეჭდავად აღმართულია ზღვაზე. მის შიშის მომგვრელ მწვერვალებს შორის არის იზოლირებული პლაჟები, ყურეები და პატარა თევზსაჭერი სოფლები.

მატერიკთან დაკავშირებული ხიდებითა და გვირაბებით, არქიპელაგი არის თვალწარმტაცი საძოვრებისა და ვიწრო ყურეების ეპიკური ადგილი. რადგან მიმდებარე წყლები მდიდარია სიცოცხლით, თევზაობა დიდი ხანია ლოფოტენის კუნძულების ერთ-ერთი მთავარი ინდუსტრიაა. მის პატარა სოფლებსა და ქალაქებში შეგიძლიათ იპოვოთ ტრადიციული მეთევზეების კაბინები, ასევე რამდენიმე ტურისტული ღირსშესანიშნაობა, როგორიცაა ვიკინგების მუზეუმი და ომის მემორიალური მუზეუმი.

გარდა პეიზაჟებისა, კუნძულები ასევე შესანიშნავი ადგილია პოლარული ციალიის (Aurora Borealis) სანახავად. გარდა ამისა, ლაშქრობა, ველოსიპედით სეირნობა და კლდეზე ცოცვა მის მრავალფეროვან პეიზაჟებზე პოპულარული გასართობად აქცევს, ისევე როგორც ნავით გასეირნება და ვეშაპების სანახავად მოწყობილი ტურები.

5. გეირანგერფიორდი

გეირანგერფიორდი

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ფოტოგენური ფიორდი მთელ ნორვეგიაში, გეირანგერფიორდი მდებარეობს ქვეყნის დასავლეთით, სანმორის რეგიონში, რომელიც ძალიან პოპულარული ტურისტული სანახაობაა. ის ამაყობს თვალწარმტაცი პეიზაჟებით გიგანტური კლდეებით, ცქრიალა ჩანჩქერებითა და კაშკაშა ლურჯი წყლებით. მისი კლდის პირებზე უამრავი მშვენიერი ჩანჩქერი გადმოედინება, რომელთაგან Suitor და Seven Sisters Falls საუკეთესოა მოსანახულებლად.

ფიორდის ორივე ბოლოში მდებარეობს თვალწარმტაცი და იზოლირებული სოფლები გეირანჯერი და ჰელესილტი.

გეირანგერფიორდის შთამბეჭდავი სილამაზის გამო, მრავალი საკრუიზო გემი და ღირსშესანიშნაობების ტური ფიორდის გავლით მიდიან, განსაკუთრებით ზაფხულის მზიან თვეებში. მიუხედავად იმისა, რომ გემბანიდან პეიზაჟებით დატკბობა ფანტასტიური გამოცდილებაა, ნამდვილად ღირს რამდენიმე გამორჩეულ მწვერვალზე და პლატოზე ლაშქრობა – როგორიცაა დალსნიბა და ორნესვინგენი – წარმოუდგენელი ხედებისთვის.

თუ გადაწყვიტეთ ეწვიოთ ნორვეგიას, იაფი ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

Exit mobile version