უნგრეთი უფრო მეტია, ვიდრე მისი ბრწყინვალე დედაქალაქი – ბუდაპეშტი . ქანდაკებებიანი ციხესიმაგრეები, განსაცვიფრებელი ტბები, არაჩვეულებრივი გამოქვაბულები, უღრანი ტყეები და ბრწყინვალე ეკლესიები ამ ქვეყანას ძალიან საიტერესო და შთამბეჭდავ ტურისტულ მიმართულებად აქცევს. ქვეყნის განვითარებაზე დიდი გავლენა მოახდინეს მისმა დამპყრობლებმა, რაც აშკარად აისახა მის საინტერესო არქიტექტურასა და კულტურაში.
დაგეგმეთ თქვენი მოგზაურობა ამ ულამაზეს ევროპულ სამოგზაურო დანიშნულების ადგილზე. აქ მოცემულია უნგრეთის საუკეთესო ქალაქების სია, რომლებსაც აუცილებლად უნდა ეწვიოთ.
1. ბუდაპეშტი
ბუდაპეშტი არის უნგრეთის ერთ-ერთი აუცილებლად მოსანახულებელი ქალაქი, რათა გაიგოთ ქვეყნის ისტორია და პროგრესი თანამედროვე დროში. ისტორიული და უძველესი შენობები ამაყად დგას თანამედროვე არქიტექტურული საოცრებების გვერდით და დამეთანხმებით, გასაკვირი არა, რომ მდინარე დუნაის ნაპირების, სამეფო ციხის კვარტალისა და ანდრასის გამზირის სიგრძე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლადაა მიჩნეული! ეს ქალაქი ასევე სამოთხეა საჭმლის მოყვარულთათვის.
მოსანახულებელი ადგილები: ბუდას ციხე ან სამეფო სასახლე, დიდი სინაგოგა, წმინდა სტეფანეს ბაზილიკა, პარლამენტი, მემენტოს პარკი, უნგრეთის სახელმწიფო ოპერის სახლი, ტერორის სახლი და სხვ.
2. სენტენდრე
სენტენდრე მხოლოდ 20 კმ-ის დაშორებითა ქალაქ ბუდაპეშტიდან. თვალწარმტაცი ქალაქი ყველა ტურისტის საყვარელი ადგილია და აბსოლუტურად ჯადოსნურად გამოიყურება მოკირწყლული ქუჩებით, რომლებიც გაფორმებულია ფერადფერადი ბაროკოს სახლებით. ქუჩებში ჩამწკრივებული უამრავი გალერეა, მუზეუმი და მაღაზია კი აოცებს მნახველებს.
სანახავი ადგილები: ბელგრადის საკათედრო ტაძარი, უნგრეთის ღია ცის ქვეშ მუზეუმი, ფერენცი კაროლის მუზეუმი, ბლაგოვეშენსკის ეკლესია და სხვ.
3. ეგერი
ეს ქალაქი მდინარე ეგერზე მდებარე უნგრეთის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია. მნახველები ქალაქში ნახავენ თურქების შემოსევის შემდეგ დარჩენილ ნაშთებს, რომლებმაც გავლენა მოახდინა ეგარის არქიტექტურაზე. ცოტა მოშორებით არის ველი, რომელიც აწარმოებს უნგრეთის საუკეთესო წითელ ღვინოს, რომელიც ცნობილია როგორც “ბიკავერი” ან “ხარის სისხლი”.
მოსანახულებელი ადგილები: ეგერის ციხე, წმინდა იოანე მოციქულის საკათედრო ბაზილიკა, ჯადოსნური კოშკი, ლიცეუმი, საგრაფო დარბაზი, კოშუტ ლაჯოს უტკა და სხვ.
4. ესტერგომი
ესტერგომი სანახავად ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია უნგრეთში. აქ არის უნგრეთის უდიდესი ეკლესია – ესტერგომის ბაზილიკა, რომლის მუზეუმიც მოიცავს ქრისტიანული რელიქვიების უდიდეს კოლექციას. ეს ქალაქი ასევე იყო უნგრეთის დედაქალაქი მე-10 და მე-13 საუკუნეებში.
მოსანახულებელი ადგილები: ესტერგომის ბაზილიკა, ქრისტიანული მუზეუმი, ციხის მუზეუმი, დუნაის მუზეუმი და სხვ.
5. ტიჰანი
ტიჰანი არის პატარა სოფელი, რომელიც მდებარეობს ბალატონის ტბის რეგიონში. უნგრეთის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი (ბუდაპეშტის გარეთ), ტიჰანი ცნობილია თავისი სააბატოთი, სადაც ინახება უნგრული ენის პირველი ჩანაწერები!
მოსანახულებელი ადგილები: ბენედიქტინების სააბატო ეკლესია, ბენედიქტინების სააბატო მუზეუმი, ლავანდის სახლი, ვისჟანგ-ჰეგი, ხალხური მუზეუმი და სხვ.