ავიაბილეთები ყველაზე იაფად

რა მიმართულებით განხორციელდა ყველაზე მეტი ფრენა 2023 წელს?

ყველაზე მოთხოვნადი ფრენები

ბრიტანული კვლევითი კომპანია OAG-ის რეიტინგის მიხედვით, 2023 წელს მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მიმართულება სინგაპურსა და კუალა ლუმპურს შორის ფრენები გახდა.

2023 წელს, აღნიშნულ მარშრუტზე, ორივე მიმართულებით ადგილების საერთო რაოდენობამ 4,9 მილიონი შეადგინა, რაც 2022 წელთან შედარებით 1.5 -ჯერ მეტია.

მეორე ადგილი კაირო – ჯედას მარშრუტმა დაიკავა (4,8 მილიონი ხელმისაწვდომი ადგილით, რაც 2022 წელთან შედარებით 38%-იანი ზრდა იყო).

მესამე ადგილი ჰონგ კონგი – ტაიპეი (4,6 მილიონი ხელმისაწვდომი ადგილით და 130% -იანი ზრდით წინა წელთან შედარებით).

ადგილების რაოდენობის ყველაზე მკვეთრი ზრდა, 4,5-ჯერ დაფიქსირდა მარშრუტზე სეული – ოსაკა, ხოლო სეული – ტოკიოს მიმართულებაზე კი 3,3-ჯერ.

მგზავრებს შორის ყველაზე პოპულარული მიმართულებების ათეულში ასევე მოხვდა:

ტოპ 10-ში ერთადერთი მარშრუტი, რომელიც აზიიდან არ ხორციელდებოდა, ნიუ-იორკსა და ლონდონს შორის ფრენა იყო (3,9 მილიონი ადგილი).

ხოლო სიაში ერთადერთი ახალი აეროპორტი კი ჩინური გუანჯოუ იყო, რომელმაც მეათე ადგილი დაიკავა მიღებულ და გადაყვანილ ფრენებზე (43,4 მილიონი ადგილი).

Exit mobile version