Site icon ავიაბილეთები ყველაზე იაფად

მექსიკის ვიზა / meqsikis viza

მექსიკის ვიზა

ისეთ ეგზოტიკურ მხარეში გამგზავრება, როგორიცაა მექსიკის შეერთებული შტატები, საქართველოს მოქალაქეებს რამდენიმე სახის ნებართვის სანაცვლოდ შეუძლიათ. იმისათვის, რომ გაიგოთ, რა პროცედურებია საჭირო მექსიკაში გასამგზავრებლად,  გაეცანით სტატიას და მიიღეთ დეტალური ინფორმაცია.

 როგორ მოვხვდეთ მექსიკაში ?

პირველ რიგში, მექსიკაში გასამგზავრებლად, მოგიწევთ გააკეთოთ განაცხადი იმ ტიპის ვიზის ასაღებად, როგორიც თქვენს სიტუაციას ყველაზე მეტად შეეფერება, მაგალითად ტურისტული, საქმიანი და ა.შ. 

თუმცა, თუ კი თქვენ ბრძანდებით საქართველოს მოქალაქე და გაქვთ ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, იაპონიის, დიდი ბრიტანეთის, შენგენის ზონის წევრი რომელიმე ქვეყნის ან ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მოქმედი მრავალჯერადი ვიზა, მაშინ თავისუფლად შეძლებთ მოხვდეთ მექსიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ვიზის გარეშე.

ასევე, თუ კი გაქვთ საქართველოს მოქალაქის სტატუსი და ამასთანავე მოპოვებული გაქვთ იაპონიის, დიდი ბრიტანეთის, კანადის, შენგენის წევრი ქვეყნების ან ჩრდილოეთ ირლანდიის ტერიტორიაზე მუდმიმი ცხოვრების ნებართვა, მაშინ, თქვენ ვიზის გარეშე, თავისუფლად შეძლებთ ესტუმროთ მექსიკის შეერთებულ შტატებს ტურისტული ვიზიტით.

რა დოკუმენტაციაა საჭირო საზღვარზე წარსადგენად?

აღნიშნული ქვეყნის მოსანახულებლად, საჭირო ვიზის მისაღებად, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მიმართონ მექსიკის შეერთებული შტატების საპატიო საკონსულოს, რომელიც მდებარეობს თბილისში, წერეთლის ქუჩის 114 ნომერში.

აღნიშნულ საკონსულოში მისვლისას, თქვენ უნდა წარადგინოთ ყველა საჭირო დოკუმენტი, რის შემდეგაც ისინი ელექტრონული ფორმით გადაიგზავნება ქალაქ ანკარაში არსებულ მექსიკის საელჩოში. იმ შემთხვევაში, თუ ყველა საბუთი წესრიგში იქნება, დაგენიშნებათ შეხვედრა, სადაც უნდა ჩააბაროთ ბიომეტრიული მონაცემები (თითის ანაბეჭები). ამისათვის კი ანკარაში ჩასვლა იქნება საჭირო.

ანკარაში ჩასვლის შემდეგ თქვენ მოგიწევთ გადაიხადოთ სავიზო მოსაკრებელი 36 აშშ დოლარის ოდენობით და წარადგინოთ სავიზო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი.

საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი, რომელიც უნდა გადაიგზავნოს ელექტრონული ვერსიით, უნდა იყოს ინგლისურ ენაზე: 

ინდივიდუალური აპლიკაციის მიხედვით, შეიძლება მოგიწიოთ დამატებითი საბუთების ან აღნიშნული დოკუმენტების სხვადასხვა სახეობის წარდგენა.

თბილისი მექსიკა

გამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიგადაჯდომებიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
19 ნოემბერი 202630 ნოემბერი 20262 ᲒაჩერებაLufthansaავიაბილეთები 3 549 -დან
7 დეკემბერი 202614 დეკემბერი 20262 ᲒაჩერებაGeorgian Airwaysავიაბილეთები 2 975 -დან
17 იანვარი 202711 მარტი 20274 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 3 238 -დან
13 თებერვალი 202714 მარტი 20273 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 3 351 -დან
27 მარტი 20275 აპრილი 20271 ᲒაჩერებაLufthansaავიაბილეთები 3 274 -დან
6 აპრილი 202721 აპრილი 20272 ᲒაჩერებაLufthansaავიაბილეთები 3 201 -დან
11 ოქტომბერი 202718 ოქტომბერი 20271 ᲒაჩერებაBritish Airwaysავიაბილეთები 3 788 -დან

Avia.ge ამ ეტაპზე სავიზო მომსახურებას არ გთავაზობთ.

Exit mobile version