ავიაბილეთები ყველაზე იაფად

მექსიკის ვიზა / meqsikis viza

მექსიკის ვიზა

ისეთ ეგზოტიკურ მხარეში გამგზავრება, როგორიცაა მექსიკის შეერთებული შტატები, საქართველოს მოქალაქეებს რამდენიმე სახის ნებართვის სანაცვლოდ შეუძლიათ. იმისათვის, რომ გაიგოთ, რა პროცედურებია საჭირო მექსიკაში გასამგზავრებლად,  გაეცანით სტატიას და მიიღეთ დეტალური ინფორმაცია.

 როგორ მოვხვდეთ მექსიკაში ?

პირველ რიგში, მექსიკაში გასამგზავრებლად, მოგიწევთ გააკეთოთ განაცხადი იმ ტიპის ვიზის ასაღებად, როგორიც თქვენს სიტუაციას ყველაზე მეტად შეეფერება, მაგალითად ტურისტული, საქმიანი და ა.შ. 

თუმცა, თუ კი თქვენ ბრძანდებით საქართველოს მოქალაქე და გაქვთ ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, იაპონიის, დიდი ბრიტანეთის, შენგენის ზონის წევრი რომელიმე ქვეყნის ან ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მოქმედი მრავალჯერადი ვიზა, მაშინ თავისუფლად შეძლებთ მოხვდეთ მექსიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ვიზის გარეშე.

ასევე, თუ კი გაქვთ საქართველოს მოქალაქის სტატუსი და ამასთანავე მოპოვებული გაქვთ იაპონიის, დიდი ბრიტანეთის, კანადის, შენგენის წევრი ქვეყნების ან ჩრდილოეთ ირლანდიის ტერიტორიაზე მუდმიმი ცხოვრების ნებართვა, მაშინ, თქვენ ვიზის გარეშე, თავისუფლად შეძლებთ ესტუმროთ მექსიკის შეერთებულ შტატებს ტურისტული ვიზიტით.

რა დოკუმენტაციაა საჭირო საზღვარზე წარსადგენად?

აღნიშნული ქვეყნის მოსანახულებლად, საჭირო ვიზის მისაღებად, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მიმართონ მექსიკის შეერთებული შტატების საპატიო საკონსულოს, რომელიც მდებარეობს თბილისში, წერეთლის ქუჩის 114 ნომერში.

აღნიშნულ საკონსულოში მისვლისას, თქვენ უნდა წარადგინოთ ყველა საჭირო დოკუმენტი, რის შემდეგაც ისინი ელექტრონული ფორმით გადაიგზავნება ქალაქ ანკარაში არსებულ მექსიკის საელჩოში. იმ შემთხვევაში, თუ ყველა საბუთი წესრიგში იქნება, დაგენიშნებათ შეხვედრა, სადაც უნდა ჩააბაროთ ბიომეტრიული მონაცემები (თითის ანაბეჭები). ამისათვის კი ანკარაში ჩასვლა იქნება საჭირო.

ანკარაში ჩასვლის შემდეგ თქვენ მოგიწევთ გადაიხადოთ სავიზო მოსაკრებელი 36 აშშ დოლარის ოდენობით და წარადგინოთ სავიზო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი.

საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი, რომელიც უნდა გადაიგზავნოს ელექტრონული ვერსიით, უნდა იყოს ინგლისურ ენაზე: 

ინდივიდუალური აპლიკაციის მიხედვით, შეიძლება მოგიწიოთ დამატებითი საბუთების ან აღნიშნული დოკუმენტების სხვადასხვა სახეობის წარდგენა.

თბილისი მექსიკა

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
31 მარტი 202530 აპრილი 20252 ᲒაჩერებაLufthansaავიაბილეთები 3 233 -დან
6 აპრილი 202520 აპრილი 20251 ᲒაჩერებაGeorgian Airwaysავიაბილეთები 2 678 -დან
4 მაისი 202513 მაისი 20251 ᲒაჩერებაAir Franceავიაბილეთები 2 954 -დან
14 ივლისი 202521 ივლისი 20252 ᲒაჩერებაLufthansaავიაბილეთები 3 053 -დან
1 აგვისტო 202517 აგვისტო 20252 ᲒაჩერებაBritish Airwaysავიაბილეთები 3 843 -დან
6 სექტემბერი 202518 სექტემბერი 20251 ᲒაჩერებაTransaviaავიაბილეთები 2 775 -დან
26 ოქტომბერი 20257 ნოემბერი 20252 ᲒაჩერებაBritish Airwaysავიაბილეთები 3 173 -დან
1 ნოემბერი 202515 ნოემბერი 20252 ᲒაჩერებაLufthansaავიაბილეთები 3 132 -დან
31 დეკემბერი 202514 იანვარი 20262 ᲒაჩერებაLufthansaავიაბილეთები 3 315 -დან

Avia.ge ამ ეტაპზე სავიზო მომსახურებას არ გთავაზობთ.

Exit mobile version