Site icon ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ქუთაისიდან ნეაპოლში პირდაპირი ფრენების დაწყება იგეგმება

utaisi neapoli

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ირაკლი ქარქაშაძე მოლაპარაკებებს აწარმოებს, როგორც ავიაკომპანიებთან, ისე პარტნიორ აეროპორტებთან. ერთ-ერთი სასიამოვნო სიახლე კი ის არის, რომ ქუთაისის აეროპორტი -დან ნაპოლის მიმართულებით, შესაძლოა, პირდაპირი რეისები განხორციელდეს.

შეხვედრა გაიმართა უშუალოდ ნეაპოლის აეროპორტის კომერციულ დირექტორთან, სადაც განხილული იყო პოტენციური სამომავლო პარტნიორობა და საქართველოსა და ნეაპოლს შორის ფრენების დაწყების შესაძლებლობა.

ირაკლი ქარქაშაძის თქმით, ნეაპოლისადმი საქართველოს ინტერესი საკმაოდ მაღალია, რაც გამოწვეულია ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას წარმატებული მოღვაწეობით “ნაპოლის” რიგებში. ამიტომ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნეაპოლი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მისივე თქმით, საქართველო ნეაპოლისთვის სრულიად ახალი ტურისტული მიმართულებაა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ძალისხმევას არ იშურებს, რომ თანამშრომლობა შედგეს.

ქუთაისი ნეაპოლი ავიაბილეთები

გამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიგადაჯდომებიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
1 დეკემბერი 202615 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაWizz Air Maltaავიაბილეთები 476 -დან
29 დეკემბერი 202631 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაWizz Air Maltaავიაბილეთები 533 -დან

 

ამ ეტაპისათვის ქუთაისიდან ნეაპოლის მიმართულებით სრულდება ტრანზიტული რეისები, რომელსაც ავიაკომპანია ვიზეარი გვთავაზობს. იმედი ვიქონიოთ, რომ მოლაპარაკებები წარმატებით ჩაივლის და გვექნება შესაძლებლობა იტალიის ამ ისტორიულ ქალაქს, უკვე პირდაპირი რეისებით ვესტუმროთ.

ნაპოლის მიმართულებით იაფი ავიაბილეთების დასაჯავშნად, დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

Exit mobile version