ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ქუთაისიდან კიდევ ერთი მიმართულებით დაემატა ფრენა

kutaisi minski belavia

ქუთაისი გახდა საქართველოს მესამე ქალაქი, სადაც ბელარუსული ავიაკომპანია Belavia პირდაპირ რეგულარულ ფრენებს შეასრულებს.

Belavia უკვე ასრულებს ფრენებს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში და აგვისტოდან მათ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიც შეუერთდება.

მინსკი – ქუთაისი – მინსკის საჰაერო ხაზზე პირველი პირდაპირი ფრენა 4 აგვისტოს შესრულდება. Belavia მინსკსა და ქუთაისს შორის ფრენებს კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს და კვირას შეასრულებს. ფრენები Embraer 175 aircraft- ით შესრულდება, რომელიც ერთ რეისზე 76 მგზავრს მოემსახურება.

აღსანიშნავია, რომ ავიაბილეთების ღირებულება ქუთაისის მიმართულებით უფრო დაბალი იქნება, ვიდრე ბათუმსა და თბილისში.

“დღეისათვის საქართველო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ ჩვენი მგზავრებისთვის საქართველოს კიდევ ერთ ქალაქში, ქუთაისში სტუმრობის შესაძლებლობა მიგვეცა. ქუთაისი, რომელიც სტუმართმოყვარე საქართველოს შუაგულში მდებარეობს, ჰარმონიულად აერთიანებს ანტიკურ და თანამედროვე არქიტექტურას, მშვიდ და აქტიურ ცხოვრების სტილს.”- აცხადებს ავიაკომპანია Belavia-ს გენერალური დირექტორი, იგორ ჩერგინეცი.

ქუთაისი მინსკი ავიაბილეთები

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
20 მაისი 202423 მაისი 2024Belaviaავიაბილეთები 1 076 -დან
14 ივნისი 202424 ივნისი 2024Belaviaავიაბილეთები 1 117 -დან
2 ივლისი 202431 ივლისი 2024Belaviaავიაბილეთები 1 136 -დან
Exit mobile version