ავიაბილეთები ყველაზე იაფად

Belavia -მ ქუთაისიდან მინსკის მიმართულებით ფრენები დაიწყო

kutaisi minski belavia

ქუთაისი გახდა საქართველოს მესამე ქალაქი, სადაც ბელარუსული ავიაკომპანია Belavia პირდაპირ რეგულარულ ფრენებს შეასრულებს.

Belavia უკვე ასრულებს ფრენებს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში და აგვისტოდან მათ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიც შეუერთდება.

მინსკი – ქუთაისი – მინსკის საჰაერო ხაზზე პირველი პირდაპირი ფრენა 4 აგვისტოს შესრულდება. Belavia მინსკსა და ქუთაისს შორის ფრენებს კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს და კვირას შეასრულებს. ფრენები Embraer 175 aircraft- ით შესრულდება, რომელიც ერთ რეისზე 76 მგზავრს მოემსახურება.

აღსანიშნავია, რომ ავიაბილეთების ღირებულება ქუთაისის მიმართულებით უფრო დაბალი იქნება, ვიდრე ბათუმსა და თბილისში.

“დღეისათვის საქართველო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ ჩვენი მგზავრებისთვის საქართველოს კიდევ ერთ ქალაქში, ქუთაისში სტუმრობის შესაძლებლობა მიგვეცა. ქუთაისი, რომელიც სტუმართმოყვარე საქართველოს შუაგულში მდებარეობს, ჰარმონიულად აერთიანებს ანტიკურ და თანამედროვე არქიტექტურას, მშვიდ და აქტიურ ცხოვრების სტილს.”- აცხადებს ავიაკომპანია Belavia-ს გენერალური დირექტორი, იგორ ჩერგინეცი.

ქუთაისი მინსკი ავიაბილეთები

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
5 დეკემბერი 202411 დეკემბერი 2024Belaviaავიაბილეთები 746 -დან
2 იანვარი 20258 იანვარი 2025Belaviaავიაბილეთები 515 -დან
3 თებერვალი 202516 თებერვალი 2025Belaviaავიაბილეთები 518 -დან
Exit mobile version