16 დეკემბერს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი –ს ბაზაზე ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდმა და ერთ-ერთმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz Air -მა საჰაერო ხომალდების რაოდენობა 4-მდე გაზარდა და ქუთაისი კოპენჰაგენი , კოპენჰაგენი ქუთაისი -ს მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისების განხორციელება დაიწყო.
ვიზეარმა მეოთხე ბაზირებული AIRBUS 321neo საჰაერო ხომალდით, პირდაპირი რეგულარული რეისები დანიის დედაქალაქის მიმართულებით ქუთაისის აეროპორტიდან კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათს და პარასკევს სრულდება. ფრენის ხანგრძლივობა კი 4 საათსა და 30 წუთს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე, საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის, პირდაპირი ფრენები არ არსებობდა. მეოთხე ბაზირებული ხომალდის ფარგლებში სიხშირეები გაიზარდა სხვადასხვა მიმართულებებზე და ზოგიერთი მიმართულება კვირაში 3 და 4 სიხშირით სრულდება.
ქუთაისი კოპენჰაგენი
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
1 იანვარი 2025 | 8 იანვარი 2025 | ავიაბილეთები 256 -დან |
ქუთაისის აეროპორტში ამ დღესთან დაკავშირებით გაიმართა დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი, რომელსაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ზაზა ლომინაძე და DMO იმერეთის ხელმძღვანელი მარიამ დევიძე დაესწრნენ. პირველ რეისს დანიის დედაქალაქიდან 165 მგზავრი ჩამოჰყვა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, პირველი რეისის მგზავრებს ტრადიციულად დაურიგდათ სიმბოლური საჩუქრები.