ავიაბილეთები ყველაზე იაფად

2025 წლის აპრილში ქუთაისის აეროპორტმა ახალი რეკორდი მოხსნა

ქუთაისის აეროპორტი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა 2025 წლის აპრილში ახალი რეკორდი დაამყარა – ერთ თვეში აეროპორტმა 145,137 მგზავრს უმასპინძლა, რაც ამ პერიოდისთვის ისტორიულ მაქსიმუმს წარმოადგენს. აღნიშნული მონაცემები საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ გამოაქვეყნა.

2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრთა რაოდენობა 49%-ით გაიზარდა (2024 წლის აპრილი – 97,220 მგზავრი), ხოლო რეისების რაოდენობამ 28%-ით მოიმატა (2024 წლის აპრილი – 330 რეისი).

იანვრიდან აპრილის ჩათვლით, ქუთაისის აეროპორტი 506,564 მგზავრს და 1,533 რეისს მოემსახურა, რაც წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს (495,235 მგზავრი) 2.3%-ით აღემატება, ხოლო რეისების რაოდენობა სტაბილურად შენარჩუნდა.

პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ალმაატა14 მარტი 202630 მარტი 2026FlyArystanავიაბილეთები 525 -დან
ათენი6 აპრილი 202627 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 202 -დან
ბარსელონა17 ოქტომბერი 202620 ოქტომბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 368 -დან
ბერლინი26 მარტი 202615 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 272 -დან
ბრიუსელი18 მარტი 202625 მარტი 2026Wizz Airავიაბილეთები 301 -დან
ბრატისლავა20 თებერვალი 202627 თებერვალი 2026Wizz Airავიაბილეთები 177 -დან
ბუდაპეშტი12 მარტი 202619 მარტი 2026Wizz Airავიაბილეთები 226 -დან
დორტმუნდი5 მაისი 202612 მაისი 2026Wizz Airავიაბილეთები 305 -დან
მემინგენი22 აპრილი 20268 მაისი 2026Wizz Airავიაბილეთები 236 -დან
ფრანკფურტი22 იანვარი 202729 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 155 -დან

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი ლევან მოსეშვილი აღნიშნავს, რომ ზაფხულის სეზონზე მგზავრთა რაოდენობის ზრდის მოლოდინი კიდევ უფრო ოპტიმისტურია. მისი თქმით, აპრილიდან ქუთაისიდან განახლდა პირდაპირი ფრენები მადრიდის და ჰამბურგის მიმართულებით, ხოლო 3 ივნისიდან დაემატება სრულიად ახალი მიმართულება – ლიონი, რაც განსაკუთრებით საინტერესოა ქართული ფეხბურთის ქომაგებისთვის. პარალელურად, დაგეგმილია უკვე არსებული რეისების სიხშირის ზრდაც.

ამჟამად, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან 6 ავიაკომპანია რეგულარულად ახორციელებს პირდაპირ ფრენებს 18 ქვეყნის 33 ქალაქის მიმართულებით, აქედან 24 ევროპის სხვადასხვა ქალაქია.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

Exit mobile version