ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ქუთაისის აეროპორტში თვითმომსახურების ჯიხურები განთავსდება

თვითმომსახურება ქუთაისის აეროპორტიში

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი – ირაკლი ქარქაშაძე Passenger Terminal Expo 2023-ის ფარგლებში ამსტერდამში იმყოფება და შეხვედრებს მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებთან განაგრძობს, სადაც მოლაპარაკებები სიახლეების დანერგვასა და აეროპორტების ტერმინალის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვაზე მიმდინარეობს.

ქარქაშაძის თქმით, მან უკვე მიიღო კონკრეტული შემოთავაზებები, რაც საშუალებას აძლევს, რომ ქუთაისის აეროპორტი -ს საჭიროებებზე მორგებული და პრაქტიკული სისტემები დანერგოს. შესაბამისად, ძალიან მალე მგზავრებს, უახლოეს თვეებში, ე.წ. Self-Check in-ს და Baggage drop off-ის თანამედროვე სისტემებით სარგებლობა შეეძლებათ.

მისი თქმით, მოგზაურობის წესები მუდმივად ვითარდება და სულ უფრო ციფრულდება. მოგზაურობასთან დაკავშირებული ის პროცედურები კი, რომლებიც მგზავრებისთვის სტერსთან ასოცირდებოდა, მალე წარსულს ჩაბარდება.

ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც მგზავრი აეროპორტში მივა, ის ყველა პროცედურას თავად გააკეთებს, გარდა უსაფრთხოების შემოწმებისა. ეს კი დროს მინიმუმამდე დაიყვანს და მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, რომ აეროპორტში არსებული სხვა სერვისებით თავისუფლად ისარგებლოს.

გეგმაში ასევე არის საავიაციო უშიშროებისა და ბარგის დამუშავების უფრო ზუსტი ტექნოლოგიების დანერგვა, იმ მიზნით, რომ ბარგის დაკარგვისა და დაზიანების რისკი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. ეს იმას ნიშნავს, რომ მგზავრს ბარგის გახსნა აღარ დასჭირდება, სისტემა თავად ამოიცნობს მასში განთავსებულ ნივთებს, ხოლო ამ პროცედური დრო 30 წამამდე იქნება დაყვანილი.

ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ალმაატა9 მაისი 202613 მაისი 2026FlyArystanავიაბილეთები 689 -დან
ათენი4 სექტემბერი 202625 სექტემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 494 -დან
ბარსელონა13 აგვისტო 202618 აგვისტო 2026Wizz Airავიაბილეთები 833 -დან
ბერლინი1 თებერვალი 20265 თებერვალი 2026Wizz Airავიაბილეთები 1 111 -დან
ბრიუსელი25 თებერვალი 20261 მარტი 2026Wizz Airავიაბილეთები 369 -დან
ბრატისლავა4 თებერვალი 20269 თებერვალი 2026Wizz Airავიაბილეთები 184 -დან
ბუდაპეშტი7 მარტი 202610 მარტი 2026Wizz Airავიაბილეთები 411 -დან
დორტმუნდი3 მარტი 202610 მარტი 2026Wizz Airავიაბილეთები 904 -დან
მემინგენი12 მარტი 202630 მარტი 2026Wizz Airავიაბილეთები 608 -დან
ფრანკფურტი13 მარტი 202620 მარტი 2026Wizz Airავიაბილეთები 340 -დან

 

თუ გსურთ იმოგზაუროთ საუკეთესო ფასად, იაფი ავიაბილეთების დასაჯავშნად, დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907 ან გვეწვიეთ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში და ჩვენი ოპერატორები დაგეხმარებიან ავიაბილეთების შერჩევაში.

Exit mobile version